fbpx
2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

იაფი ფრენები ბაზელში

იაფი ფრენები ბაზელში

შვეიცარია ცნობილია თავისი შეუდარებელი გარემოთი – აქ მთიანი რელიეფი იდეალურად ერწყმის მოდერნისტულ არქიტექტურას. ბაზელი კი შვეიცარიის ულამაზესი ქალაქია. იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ინდუსტრიულ და ეკონომიკურ ცენტრს. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ქალაქს სიმბოლური და კულტურული მნიშვნელობაც აქვს. შვეიცარიის ქალაქები თავისი ზღაპრული ატმოსფეროთი ყველა ტურისტის გულში დაიდებენ ბინას. ბაზელში მოგზაურობა ამ წინადადების ჭეშმარიტებაში თქვენც დაგარწმუნებთ.

იაფი ავიაბილეთები ბაზელში საშუალებას მოგცემთ ჩრდილო ევროპული თავისებურებები უკეთესად გაიცნოთ და მოგზაურობის ყველაზე განსხვავებული გამოცდილება მიიღოთ. ბაზელში რენესანსის დროის უამრავ ღირსშესანიშნაობას ნახავთ. აქაური ნაგებობები აღორძინების ეპოქის ძეგლებს თვალწინ გადაგიშლით. ბაზელში მსოფლიო დონის მუზეუმები და არტ-გალერეები დაგხვდებათ. აქ ულამაზეს ბაღებსა და პარკებში ისეირნებთ. აქაურობა განსაკუთრებით მოეწონებათ მშვიდი დასვენებისა და განტვირთვის მოყვარულ მოგზაურებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბაზელში?

თბილისიდან ბაზელის მიმართულებით ავიარეისები შეგიძლიათ ნახოთ გადაჯდომით. იაფი ფრენები ბაზელში უამრავი ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ავიაბილეთები შეიძინოთ. მაგალითად, შემოგთავაზებთ Pegasus-ის Turkish Airlines-ის, Lufthansa-სა და Ajet Airlines-ის ფრენებს თბილისიდან ბაზელში. თუ ქუთაისიდან ფრენა უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, ავიაკომპანია პეგასუსი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შემოგთავაზებთ ბაზელის მიმართულებით ავიარეისებს. თუმცა, ქუთაისიდან ნაკლები სიხშირით ხორციელდება ბაზელში ფრენები. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბაზელში შეგიძლიათ შეიძინოთ 273 ლარიდან ზემოთ.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
25 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 272 -დან
11 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 275 -დან
20 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 303 -დან
10 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 318 -დან
18 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 324 -დან
9 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 325 -დან
27 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 332 -დან
19 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 345 -დან
8 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 362 -დან
6 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 379 -დან
15 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 382 -დან
28 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 400 -დან
23 თებერვალი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 417 -დან
16 თებერვალი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 419 -დან
17 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 444 -დან
22 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 445 -დან
21 თებერვალი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 488 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202523 მაისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 639 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202523 მაისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 639 -დან
17 მაისი 202524 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 707 -დან

აღმოაჩინე ბაზელი

სად დავრჩეთ ბაზელში?

დასარჩენი ადგილის ძებნა ყველაზე მნიშვნელოვანია მოგზაურობისას. ქვემოთ ნახავთ ბაზელის რამდენიმე გამორჩეულ სასტუმროს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაზელში , დროა რომელიმე მათგანის ნომერიც დაჯავშნოთ.

VISIONAPARTMENTS Basel Nauenstrasse

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბაზელში. გარდა იმისა, რომ იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს, მისი ნომრები მაქსიმალურად კომფორტული და დამსვენებელზე მორგებულია. ამასთან, სასტუმროს საკუთარი აუზი და რესტორანი აქვს.

limehome Basel Münzgasse

ეს სასტუმრო დამსვენებლებისგან მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებს. იგი ასევე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს და ქალაქის ღირსშესანიშნაობების მონახულებას აქედან მარტივად შეძლებთ. ყველაფერთან ერთად, სასტუმროს ნომრები მოდერნისტულ სტილშია გაწყობილი, რაც მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.

Basel Backpack

ეს სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი მომსახურე პერსონალი თქვენი ბაზელში ყოფნის დღეების უზრუნველყოფას შეეცდებიან. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანიც, რომლით სარგებლობაც დამსვენებლებს შეუძლიათ. ამასთან, სასტუმრო შემოგთავაზებთ საუზმის სერვისსაც, რაც თქვენს მოგზაურობას გაამარტივებს.

B&B HOTEL Basel

ეს სასტუმრო გამოირჩევა როგორც იდეალური ადგილმდებარეობით, ასევე მყუდრო და კეთილმოწყობილი ნომრებით. აქაური ნათელი ფერები სტუმრებს ჰარმონიის განცდასა და იდეალურად დასვეენბას პირდება. თანაც, ნომრებში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ. სასტუმროს მომსახურება მოიცავს მრავალფეროვან მენიუსაც საუზმისათვის. ამასთან, სასტუმროში მდებარეობს ბარიც.

რა ვნახოთ ბაზელში?

თქვენი შვეიცარიაში ყოფნის დღეები უკეთესი გახდება, თუ წინასწარ მოემზადებით იმ გამოწვევებისთვის, რასაც ქალაქი ბაზელი გთავაზობთ. პირველ რიგში, გირჩევთ გაეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს და აუცილებლად სანახავი ძეგლების სია შეადგინოთ. ამაში ჩვენც დაგეხმარებით.

ბაზელის საკათედრო ტაძარი

ეს ტაძარი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი საუკუნეების წინ რომანულ სტილში აშენდა. ტაძრის დიდებულების გარდა მის უკან ტერასაზე თუ გახვალთ, მთელი ქალაქის პანორამული ხედი გადაიშლება თქვენ თვალწინ.

ბაზელის ისტორიული მუზეუმი

თუ შვეიცარიული კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს. აქ გამოფენილი ექსპონანტები შვეიცარიის დიდების წლებში გამოგზაურებენ და ქალაქ ბაზელს კიდევ უფრო შეგაყვარებენ.

ტინგელის მუზეუმი

ტინგელის მუზეუმი შვეიცარიელი ხელოვანის მუდმივ გამოფენას მასპინძლობს. ტინგელის სკულპტურები აუცილებლად გამოიწვევენ თქვენში აღფრთოვანებისა და დიდებულების განცდას. იგი შვეიცარიელების საამაყო ადგილია. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად აქ წასვლას აუცილებლად გირჩევდით.

სათამაშოების სამყაროს მუზეუმი

ეს მუზეუმი ისტორიულ კოლექციას ინახავს სათამაშოების. აქ ვიზიტი არ მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებთ. აუცილებლად გირჩევდით აქ ნანახი ექსპონანტების დათვალიერებას და სათამაშოების სამყაროში გადაშვებას, რაც ტკბილ მოგონებებს ამოგიტივტივებთ.

რა ვჭამოთ ბაზელში?

ბაზელი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. იაფი ფრენები ბაზელში იქნება თქვენი საგზური ახალი რეცეპტების აღმოჩენისაკენ. რამდენიმე აუცილებლად გასასინჯ კერძს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Läckerli

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, აუცილებლად გირჩევდით ამ ნამცხვრის დაგემოვნებას. იგი თაფლის, ნუშისა და ხილის ჰარმონიულ და ნაზ გემოებს გააღვიძებს თქვენს პირში.

ფქვილის სუპი

ფესტივალებისა და კარნავალების დროს ბაზელის მოსახლეობას განსაკუთრებით ამ სუპის მირთმევა უყვარს. იგი მზადდება ფქვილისაგან, ღვინისაგან და კარაქისგან. აუცილებლად გირჩევდით მის გასინჯვას.

Wäie

ეს კერძი არის ხახვისა და ყველის ტარტი. იგი ადგილობრივების საყვარელი საჭმელია და როგორც წესი, ოჯახური შეკრებების დროს ხშირად ამზადებენ ხოლმე. თუ შვეიცარიულ ოჯახში სტუმრობას გადაწყვეტთ, გირჩევთ გაიყოლოთ იგი და თავი ნამდვილ ადგილობრივად წარმოაჩინოთ.

Hefegugelhopf

ბაზელის ტკბილეულის კიდევ ერთ შედევრს შემოგთავაზებთ. ეს კერძი ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი სადღესასწაულო დესერტია. მისი შუაგული ცარიელია, გარე ნაწილები კი როგორც წესი დეკორირებულია. საკონდიტროები ხელოვნების დონეზე უყურებენ კულინარიას და ამ ნამცხვარს განსაკუთრებული გულისყურით აფორმებენ.

ინფორმაცია ბაზელის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
შვეიცარიული ფრანკი CHF
აერპორტის კოდი
BSL, EAP, MLH
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
123-296 ფრანკი

ხშირად დასმული კითხვები ბაზელზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბაზელში , ან მომავალში აპირებთ ბაზელში მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. ჩვენ მიერ გაცემული პასუხებით მიიღებთ ტურისტებისთვის გამოსადეგ რჩევებს ბაზელში ყოფნისათვის მოსამზადებლად.

გვიანი გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო დროა შვეიცარიაში ვიზიტისათვის. ამ დროს აქ იდეალური ტემპერატურაა, რაც ბაზელის კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობას მოგცემთ.

ქალაქში განსაკუთრებით მომნუსხველია ის ატმოსფერო, რომელიც აქ ტრიალებს- მშვიდ ბუნებას შეზავებული თანამედროვეობა. ბაზელი ღირებულია მუზეუმებითაც. აქ მსოფლიო დონის შედევრებს ნახავთ.

ბაზელში გაფრენას გადაჯდომით ავიარეისებით შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან.

პეგასუსი ბაზელის მიმართულებით ყველაზე იაფ ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისთვის გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმოთ ბაზელში სტუმრობა. ამ დროს როგორც წესი იაფდება ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ბაზელში მოგზაურობისათვის, რათა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა თავისუფლად მოასწროთ.

BSL – ბაზელის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაზელში და ეცადეთ მათი ყიდვა არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან დასვენების დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.