რეისის დაგვიანება მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სასურველი შვებულება პარიზის დათვალიერებით უნდა დაწყებულიყო, თუმცა აეროპორტში აღმოაჩენთ, რომ ფრენა გაურკვეველი დროით გადაიდო. ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ ლოდინი გიწევთ, მაგრამ რეალურად ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ და რის უფლება გაქვთ. სწორად მოქმედება დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები, ნაკლები სტრესი მიიღოთ და საჭიროების შემთხვევაში კომპენსაციაც მოითხოვოთ.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლიონი5 აპრილი 20263 მაისი 2026ავიაბილეთები 111 -დან
ლარნაკა2 აპრილი 20267 აპრილი 2026ავიაბილეთები 116 -დან
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 127 -დან
სალონიკი24 აპრილი 202610 მაისი 2026ავიაბილეთები 135 -დან
პოზნანი2 აპრილი 20267 აპრილი 2026ავიაბილეთები 170 -დან
სტამბოლი4 აპრილი 20269 აპრილი 2026ავიაბილეთები 195 -დან
მილანი24 აპრილი 20261 მაისი 2026ავიაბილეთები 203 -დან
კატოვიცა19 მარტი 202626 მარტი 2026ავიაბილეთები 218 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 220 -დან
ჰამბურგი21 მარტი 202614 აპრილი 2026ავიაბილეთები 238 -დან

რას ვაკეთებთ პირველ რიგში?

თუ გაიგეთ, რომ რეისი გადაიდო, ჯერ ზუსტად გაარკვიეთ მიზეზი და სავარაუდო დრო. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საინფორმაციო დაფიდან ან ავიაკომპანიის წარმომადგენლისგან. პარალელურად აუცილებლად შეინახეთ ჩასასხდომი ბარათი, დაჯავშნის დადასტურება და გადაუღეთ ფოტო დაფას, სადაც ჩანს რეისის სტატუსი. თუ შეძლებთ, მოითხოვეთ წერილობითი დადასტურებაც, რომ რეისი ნამდვილად დაგვიანდა.

რა გეკუთვნით აეროპორტში ლოდინისას?

თუ დაგვიანება 2 საათს აჭარბებს, ავიაკომპანიას, როგორც წესი, ევალება იზრუნოს მგზავრზე. ეს შეიძლება მოიაზრებდეს საკვებს, სასმელს და კომუნიკაციის შესაძლებლობას. თუ რეისი უკვე მომდევნო დღისთვის გადაიდო, კომპანიამ უნდა უზრუნველგყოთ სასტუმროთი და ტრანსპორტირებითაც.

თუ რაიმეს გადახდა თავად მოგიწიათ, მაგალითად საკვების ან ტაქსის, ყველა ქვითარი აუცილებლად შეინახეთ. სწორედ ეს დოკუმენტები დაგეხმარებათ შემდეგ ანაზღაურების მოთხოვნაში.

როდის გეკუთვნით კომპენსაცია?

Compensation word in close-up text

ყველა დაგვიანებულ რეისზე ფული არ გაიცემა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში კომპენსაცია ნამდვილად შესაძლებელია. თუ რეისი საბოლოო დანიშნულების ადგილზე 3 საათზე მეტით გვიან ჩავიდა და პრობლემა ავიაკომპანიის პასუხისმგებლობა იყო, მაგალითად ტექნიკური გაუმართაობა ან ოპერაციული შეფერხება, მაშინ ფრენის კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე მარტივად შეიძლება მოითხოვოთ.

  • 250 € — 1500 კმ-მდე მანძილზე;
  • 400 € — 1500-დან 3500 კმ-მდე;
  • 600 € — 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე.

თუ დაგვიანების მიზეზი იყო ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკი ან სხვა საგანგებო გარემოება, კომპენსაცია ჩვეულებრივ არ გაიცემა, თუმცა ზრუნვის ვალდებულება მაინც შეიძლება დარჩეს.

თანხის დაბრუნება თუ სხვა რეისი?

თუ რეისი 5 საათზე მეტით გადაიდო, უკვე გაქვთ არჩევანი. შეგიძლიათ უარი თქვათ ფრენაზე და მოითხოვოთ ავიაბილეთები სრული ღირებულების დაბრუნება, ან მოითხოვოთ ალტერნატიული რეისი დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ ასეთ დროს არ იჩქაროთ და კარგად გადაამოწმეთ, რას გთავაზობთ ავიაკომპანია.

როგორ მოვიქცეთ, თუ რეისი შეფერხდა?

  1. შეინახეთ ჩასხდომის ბარათი და ყველა სამგზავრო დოკუმენტი
  2. მოითხოვეთ ინფორმაცია: ჰკითხეთ ავიაკომპანიის წარმომადგენელს დაგვიანების კონკრეტული მიზეზი.
  3. დააფიქსირეთ ხარჯები: შეინახეთ კვების ან ტრანსპორტირების ქვითრები, თუ ავიაკომპანიამ ეს სერვისი ვერ უზრუნველყო.
  4. მიმართეთ FlyHelp-ს: თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, პროფესიონალური დახმარება დააჩქარებს კომპენსაციის მიღების პროცესს.

რეისის დაგვიანება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ თუ იცით თქვენი უფლებები და სწორად მოქმედებთ, სიტუაცია ბევრად უფრო მართვადი ხდება. ასეთ დროს მთავარი არის სამი რამ: სიმშვიდე, მტკიცებულებები და დროული რეაგირება.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმარტის ბოლოსა და აპრილის რეისები კითხვის ნიშნის ქვეშ: რატომ აგვიანებენ ავიაკომპანიები ფრენების გაუქმებას?
შემდეგი სტატიაWizz Air-ის სიახლე: როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები ფიქსირებულ ფასად კვიპროსი-ინგლისის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments