Condor Airlines -ი გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1955 წლის 21 დეკემბერს დაარსდა. მისი მთავარი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტშია.
ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მიმართულებებიდან გამომდინარე, Condor Airlines -ი “არდადეგების” ავიაკომპანიას უწოდებენ.
ანტიგუა და ბარბუდა, მალდივები, კუბა, ბარბადოსი, ბრაზილია, იამაიკა, მალაიზია, პუერტო რიკო, სეიშელი – ეს იმ კურორტების მცირე ჩამონათვალია, სადაც Condor Airlines-ი – ი ასრულებს ფრენებს.
რაც შეეხება ევროპას, ავიაკომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, საბერძნეთი, ხორვატია, კვიპროსი, იტალია, მალტა, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და ა.შ. 2022 წლის მაისიდან კი Condor Airlines – ის მიმართულებებს საქართველოც დაემატება. ავიაკომპანია ფრანკფურტსა და თბილისს შორის განახორციელებს ფრენებს.
კონდორის ავიახაზები საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება. მის შემადგენლობაში 54 საჰაერო ხომალდი შედის. Airbus A320-200, Airbus A321-200, Airbus A330-200, Airbus A330-900, Boeing 757-300, Boeing 767-300ER – ეს იმ ხომალდების ტიპებია, რომლებსაც ავიაკომპანია ოპერირებისთვის იყენებს.
ავიაკომპანია გვთავაზობს შემდეგი ტიპის კლასებს: ეკონომ კლასი, პრემიუმ ეკონომი და ბიზნეს კლასი.