კლიმატის ცვლილება არამარტო ჩვენს პლანეტაზე არსებულ ბუნებრივ პირობებს ცვლის, არამედ გავლენას ახდენს ავიაციის უსაფრთხოებასა და კომფორტზე. ბოლო კვლევების მიხედვით, უახლოეს ათწლეულებში ფრენებისას ტურბულენტობის სიხშირე და სიმძაფრე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მგზავრებს მოუწევთ უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ უსაფრთხოების ღვედებით შეკრულები.

ტურბულენტობა და კლიმატის ცვლილება – რა აჩვენა კვლევამ

გაერთიანებული სამეფოს რედინგის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ტურბულენტობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ატლანტიკის საჰაერო მარშრუტზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მიმართულებად ითვლება, ძლიერი ტურბულენტობა უკვე 55%-ით გაიზარდა, ხოლო ზომიერმა ტურბულენტობამ – 37%-ით.

კვლევის ავტორი ჯოანა მედეიროსი განმარტავს, რომ ტემპერატურის ცვლილებამ და ქარის მიმართულების არასტაბილურობამ შექმნა პირობები ე.წ. „წმინდა ცის ტურბულენტობისთვის“ — ეს არის მოვლენა, რომელიც რადარზე არ ჩანს და ამიტომ პილოტებისთვის განსაკუთრებით რთულია მისი პროგნოზირება ან თავიდან აცილება.

გლობალური გავლენა

ჟურნალ Journal of the Atmospheric Sciences-ის ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად, ქარის ძვრა 2015 წლიდან 2100 წლამდე 16-27%-ით გაიზრდება, ხოლო ატმოსფეროს სტაბილურობა დაახლოებით 20%-ით შემცირდება. ეს ტენდენცია შეეხება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროს, რაც ნიშნავს, რომ ცვლილება იგრძნობა ყველა გლობალურ საჰაერო გზაზე.

ტურბულენტობის მატება არა მხოლოდ მგზავრებისთვის არის დისკომფორტის წყარო — მისი შედეგები პირდაპირ აისახება ავიაკომპანიების ხარჯებზე. Research Applications Laboratory-ის მონაცემებით, ავიაკომპანიები ყოველწლიურად 150–500 მილიონ დოლარამდე ზარალს განიცდიან ტურბულენტობის გამო.

პირდაპირი ფრენები - გამგზავრება: თბილისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა11 იანვარი 202718 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 283 -დან
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 471 -დან
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 905 -დან
ანთალია20 ნოემბერი 202613 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 429 -დან
ბაჰრეინის კუნძული6 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Gulf Airავიაბილეთები 1 431 -დან
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 383 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 795 -დან

იურიდიული პასუხისმგებლობა და მგზავრების უფლებები

მონრეალის კონვენციის თანახმად, ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან, მგზავრებისთვის გადაიხადონ კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ტურბულენტობამ გამოიწვია დაზიანება ან ფრენის შეფერხება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მგზავრების უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრების აუცილებლობას. თუ თქვენი რეისი შეფერხდა, შესაძლებელია მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

როგორ უმკლავდებიან ავიაკომპანიები ტურბულენტობას

ტურბულენტობა ფრენის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა თანამედროვე ავიაცია უფრო და უფრო წარმატებით ახერხებს მის კონტროლს. ავიაკომპანიები აქტიურად ინვესტირებენ მოწინავე მონიტორინგის სისტემებსა და მეტეოროლოგიურ ანალიზში, რაც საშუალებას აძლევს პილოტებს დროულად მიიღონ ინფორმაცია შესაძლო რყევებზე და შეცვალონ მარშრუტი.

დღეს უკვე მრავალი ავიახაზის ბორტზე დამონტაჟებულია რეალურ დროში მოქმედი სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ ატმოსფერულ ცვლილებებს და უშუალოდ გადასცემენ მონაცემებს პილოტებსა და სადისპეტჩერო ცენტრებს. შედეგად, ტურბულენტობის შემთხვევები უფრო იშვიათად იწვევს დისკომფორტს ან შეფერხებებს.

ასევე, ავიაკომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის კულტურას – ხშირია ინსტრუქციების განახლება და ეკიპაჟის რეგულარული ტრენინგები.
ასეთ მიდგომებს უკვე აქვს შედეგი: ფრენები უფრო უსაფრთხო და პროგნოზირებადი ხდება, ხოლო ტურბულენტობის დროს სწრაფი რეაგირება ამცირებს შესაძლო რისკებს მინიმუმამდე

ტურბულენტობა ყოველთვის იყო ფრენის ბუნებრივი ნაწილი, მაგრამ კლიმატის ცვლილების პირობებში ის უფრო ხშირად და უფრო ინტენსიურად გვხვდება.
ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს მოუწევთ ინვესტირება მოახდინონ თანამედროვე მონიტორინგის სისტემებში, ხოლო მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები — ღვედის შეკვრა, ინსტრუქციების დაცვა და ფრთხილი გადაადგილება ბორტზე.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიტალია ევროკავშირის ახალ ბიომეტრიულ სისტემაზე (EES – Entry/Exit System) გადადის
შემდეგი სტატიაairBaltic-მა მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის წესი შეცვალა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted