ჩინეთი მორიგი სუპერ ამბიციური სიახლით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. ჩინური სახელმწიფო საწარმო Commercial Aircraft Corp of China იგივე –  Comac C919, მომავალ კვირას, ჩინეთის ისტორიაში პირველ კომერციულ ავიალაინერს წარადგენსჩინურმა თვითმფრინავმა კონკურენცია ბაზრის 2 უმთავრეს მოთამაშეს – Boeing და Airbus თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს.

Comac C919 არის ვიწრო ტანის თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ჩინური თვითმფრინავების მწარმოებლის Comac-ის მიერ.

საერთაშორისო ბაზარზე C919-ის გამოჩენას ამჟამად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლურ კონკურენტებს მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ, ეს კი ახალი თვითმფრინავების დეფიციტს წარმოშობს.

ჩინური სამგზავრო ავიაბორტის შექმნილზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ფრენა 2017 წელს განხორციელდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თვითმფრინავზე მუშაობა დასრულებულია და ის მზად არის ფრენების დასაწყებად.

ახალმა ჩინურმა თვითმფრინავმა ანუ C919 -მა კონკურენცია Boeing 737 MAX -ს Airbus A320NEO -ს უნდა გაუწიოს. ბორტზე მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 168-ს აღწევს და ერთი აფრენით 5500 კილომეტრის დაფარვაა შესაძლებელი. როგორ ცნობილია ჩინური ბორტი ბაზარზე რამდენიმე ვარიანტით იქნება წარმოდგენილი, დანიშნულებისა და საბაზო სეგმენტის გათვალისწინებით.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ს მეშვეობით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმის აეროპორტში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways შემოდის
შემდეგი სტატიაWizz Air -ი ესტონეთსა და საქართველოს შორის ფრენებს ანახლებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments