China Southern Airlines არის ერთ-ერთი მთავარი ავიაკომპანია ჩინეთში და უდიდესი ავიაკომპანია აზიაში, ფლოტის ზომითა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. ავიაკომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს გუანჯოუში.

ჩაინა სოუთერნი 2007 წლიდან არის SkyTeam ალიანსის წევრი. ავიაკომპანია ასევე ფლობს სატვირთო კომპანია China Southern Cargo -ს, რომელიც SkyTeam Cargo ალიანსს 2010 წლის ნოემბერში შეუერთდა.

China Southern Airlines

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს China Southern ?

ავიაგადამზიდავი ემსახურება მიმართულებათა ფართო ქსელს ჩინეთში და საერთაშორისო მიმართულებებზე – ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. უფრო ზუსტად კი, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ავიაკომპანია ოპერირებს 45 ქვეყანაში, საიდანაც 168 შიდა, ხოლო 77 საერთაშორისო მიმართულებაა.

ავიაკომპანიის ძირითადი ცენტრებია გუანჯოუ ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტი და პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორტი.

china southern მიმართულებების სია: ამერიკა, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი, ინდონეზია, მალაიზია, ბანგლადეში, ნეპალი, ფილიპინები, ყატარი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია China Southern -ი ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც ასრულებს. პირდაპირი რეისები თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ყოველდღე, კვირაში 7 -ჯერ სრულდება.

China Southern ორიენტირებულია საერთაშორისო მარშრუტების გაფართოებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 

China Southern tbilisi

2024 წლის მდგომარეობით, China Southern Airlines -ს ფლოტი შედგება 650-ზე მეტი თანამედრივე თვითმფრინავებისგან, როგორიცაა: Airbus A320, A321, A330, A350 და Boeing 737, 777 და 787.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

China Southern georgia გთავაზობთ Economy Class, Premium Economy, Business Class, First Class მომსახურების კლასებს. თითოეულ კლასი გამოირჩევა კომფორტითა და სხვადასხვა სახის კეთილმოწყობით.

ავიაკომპანიას ასევე აქვს “ხშირი მფრინავის პროგრამა” (Frequent Flyer Program), რომელიც წევრებს სთავაზობს სხვადასხვა სარგებელს, რაც უზრუნველყოფს შეღავათებს, როგორიცაა პრიორიტეტული რეგისტრაცია, დამატებითი ბარგის შემწეობა და ლაუნჯზე წვდომა.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ჩასაბარებელი ბარგი:

  • Economy Class – 1 ცალი, 23 კგ-მდე ბარგი.
  • Premium Economy Class – 2 ცალი, თითოეული 23 კგ-მდე.
  • Business Class – 2 ცალი, თითოეული 32 კგ-მდე.
  • First Class – 3 ცალი, თითოეული 32 კგ-მდე.

ჩასაბარებელი ბარგის ზომები: თითოეული არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს, სამივე განზომილების ჯამით (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ხელბარგი:

  • Economy Class – 1 ცალი, 8 კგ-მდე ხელბარგი.
  • Premium Economy Class – 1 ცალი, 8 კგ-მდე .ელბარგი.
  • Business Class – 2 ცალი, თითოეული 8 კგ-მდე
  • First Class – 2 ცალი, თითოეული 8 კგ-მდე.

ხელბარგის ზომები: თითოეული არ უნდა აღემატებოდეს 115 სმ-ს სამივე განზომილების ჯამით (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ფრენაზე ონლაინ რეგისტრაცია, როგორც წესი, ხელმისაწვდომია დაგეგმილ გამგზავრებამდე 24 საათით ადრე. ხოლო აეროპორტში რეგისტრაცია კი ფრენამდე 3 საათით ადრე იხსენბა და 1 საათით ადრე იხურება.

შეიძინე China southern Airlines -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქართული ავიაკომპანია Geosky IATA-ს წევრი გახდა
შემდეგი სტატიაგამოიცნობ ევროპულ ქვეყნებს ქანდაკების მიხედვით ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments