საქართველოს ბაზარზე ოქტომბრის თვიდან ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი, თბილისიდან ბანგკოკის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ბოლო ფრენა 2019 წლის ბოლოს – 25, 27, 29 დეკემბერს და 2020-ის დასაწყისში – 1,2 და 6 იანვარს შეასრულა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან პირისპირ შეხვედრა და არაერთი მოლაპარაკება გამართა თბილისის მიმართულებით ბანგკოკიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორიმა – თამარ არჩუაძემ განაცხადა, Thai AirAsia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ფრენები რეგულარული ხასიათის გახდეს და ავიაკომპანიამ მთელი წლის განმავლობაში იფრინოს.

პირველი პირდაპირი რეისი, პანდემიის შემდეგ, ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია 29 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით იფრენს Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმი რეშტის მიმართულებით ფრენებს Pars Air-ი იწყებს
შემდეგი სტატიაყველაზე მონახულებადი ქვეყნები ევროპაში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments