ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს სტუმრები ამიერიდან Europcar -ისა და Goldcar -ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტო გაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და ავტომობილების ფართო არჩევანით.

Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. გაქირავების ოფისების გახსნას ქუთაისის აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მარტი 202630 მარტი 2026FlyArystanპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ათენი1 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ბარსელონა25 მარტი 202621 აპრილი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ბერლინი26 მარტი 202615 აპრილი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ბრიუსელი23 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ბრატისლავა20 მარტი 202622 აპრილი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დორტმუნდი5 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
მემინგენი22 აპრილი 20268 მაისი 2026Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airპირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

 

სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია ქუთაისის საერთასორისო აეროპორტში. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი.

Europcar ისგან განსხვავებით, “გოლდქარი” ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე და საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს. ხოლო “ევროპქარი” გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე და მოიცავს გრძელვადიან, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს.

Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და დასაწყისისთვის მხოლოდ დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“.

ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისი. ხელი შევუწყოთ როგორც ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას, ისე საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრივ მაღალია, გარემო კი – საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.

Goldcar kutaisi

Goldcar kutaisi -ს ავტოპარკი დაკომპლექტებულია სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტური კლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკში ასევე წარმოდგენილი იქნება მაღალი გამავლობის ავტომობილები და ქროსოვერები.

1985 წელს დაარსებული კომპანია Goldcar დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar -ი Europcar Mobility Group-ის წევრია. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც „გოლდქარი“ იწყებს ოპერირებას.

Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდე ვადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა კი შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე – ადგილზე.

Goldcar ოფისები წარმოდგენილი იქნება თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ასევე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიში – ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. აღსანიშნავია, რომ Europcar უკვე ოპერირებს ქუთაისის აეროპორტში, ხოლო პირველი ივლისიდან კი მას GoldCar-იც შეუერთდა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი მათთვის, ვინც ევროპაში ხშირად მოგზაურობს
შემდეგი სტატიაWizz Air ესპანეთისა და ინგლისის ავიაბილეთებზე ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments