ერთხელ მაინც გამოგვიცდია ყველას ის მომენტი როდესაც ავიაბილეთების ძებნისას: ეკრანზე ეკონომ კლასის ავიაბილეთი 300 დოლარად იყიდება, ხოლო მის გვერდით, იგივე რეისზე, იგივე დანიშნულების ადგილამდე – ბიზნეს კლასი 3000 დოლარად. პირველი ლოგიკური კითხვა, რომელიც თავში გვიჩნდება არის: “რატომ? ორივე ხომ ერთსა და იმავე დროს მივფრინავთ? თვითმფრინავი ხომ იგივეა?”

ბევრი მოგზაურისთვის ბიზნეს კლასი უბრალოდ უკეთეს საკვებსა და უფასო შამპანურთან ასოცირდება, თუმცა, ავიაკომპანიების ფასწარმოქმნის პოლიტიკაში კვება ხარჯების მხოლოდ მინმალურ ნაწილს შეადგენს. რელურად, როდესაც ბიზნეს კლასის ავიაბილეთს ყიდულობთ, თქვენ არა მხოლოდ ტრანსპორტირებას, არამედ სამ ყველაზე ძვირადღირებულ რესურსს: სივრცეს, დროს და კომფორტს ყიდულობთ.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი3 მაისი 20266 მაისი 2026ავიაბილეთები 96 -დან
ლარნაკა30 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 113 -დან
პოზნანი5 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 173 -დან
ვარშავა6 მარტი 202618 მარტი 2026ავიაბილეთები 192 -დან
სტამბოლი18 აპრილი 202625 აპრილი 2026ავიაბილეთები 229 -დან
ფრანკფურტი20 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 235 -დან
ლიონი17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 243 -დან

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ რაში იხდით ათმაგ თანხას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაიგებთ როგორ აფინანსებს თქვენი ძვირადღირებული ავიაბილეთი ეკონომ კლასის მგზავრებს.

ბიზნეს კლასით ფრენის პრივილეგიები 

ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის მაღალი კლასის მომსახურება თვითმფრინავში ასვლამდე დიდი ხნით ადრე იწყება. სტრესი, რომელიც აეროპორტში ყოფნას ახლავს, მოგზაურობის ყველაზე დამღლელი ნაწილია. ბიზნეს კლასის ავიაბილეთი სწორედ ამ სტრესის შემცირებასა და დროის დაზოგვას ემსახურება.

  1. დრო = ფული (Fast Track და პრიორიტეტი)

ეკონომ კლასის მგზავრებისთვის აეროპორტი ხშირად გრძელ, დამღლელ რიგებთან ასოცირდება. ბიზნეს კლასის მგზავრები ცალკე გამოყოფილი სარეგისტრაციო დახლებით სარგებლობენ. უფრო მნიშვნელოვანია Fast Track სერვისი, რომელიც ბევრ აეროპორტში ავიაბილეთის ფასში შედის. ეს საშუალებას გაძლევთ, გაიაროთ უსაფრთხოების შემოწმება და საპასპორტო კონტროლი პრიორიტეტულ რიგში, რითაც 20-დან 40 წუთამდე დროს ზოგავთ. საქმიანი ადამიანისთვის ეს დრო შესაძლოა ავიაბილეთის ფასზე მეტიც კი ღირდეს.

  1. ლაუნჯიდა “უძრავი ქონებ” ჰაერში

სანამ ტერმინალი გადატვირთულიდა ხმაურიანია, ბიზნეს კლასის მგზავრები ლაუნჯით სარგებლობენ. ავიაკომპანიისთვის ეს სერიოზული ხარჯია: აეროპორტის ტერიტორიაზე ფართის ქირაობა ასტრონომიულ თანხებთან არის დაკავშირებული. ლაუნჯში დაგხვდებათ:

  • უფასო კვება და სასმელები (ულიმიტო ალკოჰოლით).
  • სწრაფი Wi-Fi და იზოლირებული სამუშაო სივრცეები.
  • საშხაპეები, რაც გადამწყვეტია ტრანზიტული და გრძელი ფრენების დროს.

თვითმფრინავის ბორტზე იატაკის ფართობი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია. ბიზნეს კლასის მაღალი ფასი პირდაპირპროპორციულია იმ სივრცისა, რომელსაც ერთი მგზავრი იკავებს.

  1. სავარძლები

იმ სივრცეში, სადაც ავიაკომპანია გასაშლელ ბიზნეს კლასის სავარძელს ათავსებს, თავისუფლად ეტევა ეკონომ კლასის 3-დან 4 სავარძლამდე. შესაბამისად, ავიაკომპანიამ ბიზნეს კლასის მგზავრისგან  მინიმუმ იმდენივე შემოსავალი უნდა მიიღოს, რასაც 4 ეკონომ მგზავრისგან მიიღებდა.

გარდა ამისა, თავად ეს სავარძელი შეიძლება ითქვას რომ ტექნოლოგიური საოცრებაა. ის არ არის უბრალო სკამი; ეს არის რთული მექანიზმი ძრავებით, ელექტრონიკითა და მასაჟის ფუნქციით. ერთი ასეთი სავარძლის დამზადება და ინსტალაცია ავიაკომპანიას შესაძლოა 50,000$-დან 100,000$-მდე დაუჯდეს.

  1. კვების ლოგისტიკა და პერსონალი

ბიზნეს კლასსა და ეკონომ კლასს შორის განსხვავება მხოლოდ საჭმლის ხარისხში კი არა, არამედ მომსახურების სტანდარტშიც არის.

  • პერსონალის შეფარდება:ეკონომ კლასში ერთი ბორტგამცილებელი საშუალოდ 50 მგზავრს ემსახურება. ბიზნეს კლასში ეს მაჩვენებელი არის 1 ბორტგამცილებელი 8-10 მგზავრზე, რაც ნიშნავს რომ მეტ ყურადღებასა და ინდივიდუალურ სერვისს, რაც ავიაკომპანიისთვის დამატებითი სახელფასო ხარჯია.
  • მენიუ:პლასტმასის კონტეინერების ნაცვლად ფაიფურის ჭურჭელი და მინის ჭიქები გამოიყენება. საკვები ხშირად ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ არის შედგენილი, ხოლო ღვინოებს სომელიეები არჩევენ, რათა გემო შენარჩუნდეს 10,000 მეტრის სიმაღლეზეც კი შენარჩუნდეს, იქ სადაც ადამიანის გემოვნების რეცეპტორები ქვეითდება.

5.  დამატებითი ბონუსები: ბარგი და მოქნილობა

და ბოლოს, ფასი რისკების დაზღვევასაც მოიცავს.

ავიაბილეთის მოქნილობა:გაყიდულ ბიუჯეტურ ავიაბილეთებს კომპანიები უმეტესწილად უკან არ იბრუნებე. ბიზნეს კლასის ავიაბილეთები კი, როგორც წესი, თარიღის უფასოდ შეცვლის ან თანხის სრული დაბრუნების საშუალებას იძლევა. ბიზნესმენისთვის, რომლის შეხვედრაც შეიძლება ნებისმიერ წუთს გადაიდოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბარგი: 2 ან 3 დიდი ჩემოდანი (თითოეული 32 კგ) და მათი პრიორიტეტული მომსახურება  ბიზნეს კლასის სტანდარტია.

უხილავი ეკონომიკა: როგორ მუშაობს სუბსიდირება

ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია, თუმცა ხშირად უგულებელყოფილი. ბევრი ავიაკომპანიისთვის ეკონომ კლასი მინიმალურ მოგებაზე, ან სულაც თვითღირებულებაზე მუშაობს.

რეალობა ასეთია: ბიზნეს კლასის მგზავრები აფინანსებენ რეისს. რომ არა ის 12-20 ადამიანი, ვინც  ბიზნეს კლასში ათმაგ ფასს იხდის, ეკონომ კლასის ავიაბილეთი 300$-ის ნაცვლად შესაძლოა 800$ ყოფილიყო. ბიზნეს კლასი საწვავისა და საოპერაციო ხარჯების ლომის წილს ფარავს, რაც ნებისმიერ ავიაკომპანიას (იქნება ეს კლასიკური თუ Wizz Air ტიპის ბიუჯეტური ხაზები) საშუალებას აძლევს, მასობრივი ტურიზმისთვის ეკონომ კლასის ავიაბილეთები   ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს .

ღირს თუ არა გადახდა

კითხვაზე ღირს თუ არა ბიზნეს კლასით მგზავრობაშ 10-ჯერ ძვირის გადახდა  პასუხი დამოკიდებულია თქვენს მიზანზე.

თუ თქვენ ტურისტი ხართ და თქვენი მთავარი მიზანი დანიშნულების ადგილზე მისვლაა, 3000$-ის გადახდა 8 საათიან კომფორტში არარაციონალურია. თუმცა, თუ თქვენ ხართ ბიზნესმენი, რომელსაც მეორე დილით მილანი -დან ნიუ-იორკში უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება აქვს, დანიშნულების ადგილზე ზომბივით ჩასვლა ვარიანტი არ არის. ამ შემთხვევაში, ბიზნეს კლასი არის არა ფუფუნება, არამედ აუცილებელი ინვესტიცია პროდუქტიულობასა და ენერგიაში.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAirbus A321XLR: ავიაციის ახალი ერა და 10-საათიანი ფრენების გამოწვევა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments