Wethrift-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ყველაზე ბიუჯეტურ სამოგზაურო ადგილად ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი დასახელდა. ქალაქები რეიტინგში მოწინავე ადგილებზე რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით შეირჩა, მათ შორის:
- ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალო ღირებულება;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა;
- საცხოვრებლის ფასები.
საქართველოდან ნიუ დელის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია IndiGo ახორციელებს.
თბილისი ნიუ დელი
გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა 10 აგვისტო 2025 19 აგვისტო 2025 
ავიაბილეთები 1 930 -დან
თბილისი ნიუ დელი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 აგვისტო 2025 | 19 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 930 -დან |
2024 წლის 10 ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული მიმართულება ასე გამოიყურება:
1. ნიუ დელი, ინდოეთი – 69,2/80 ქულა
2. ჰანოი, ვიეტნამი – 63
3. კაირო, ეგვიპტე – 61
4. სტამბული, თურქეთი – 59,3
5. ჰურგადა, ეგვიპტე – 59,2
6. ბალი, ინდონეზია – 53
7. ბანგკოკი, ტაილანდი – 52,6
8. მარაკეში, მაროკო – 49,7
9. ფუკეტი, ტაილანდი – 45,8
10. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია – 44,7
კვლევაში ნათქვამია, რომ ნიუ დელი განთქმულია თავისი ისტორიული ძეგლებით, მრავალფეროვანი საკვებითა და ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, რომელთა მონახულება მოგზაურებს საშუალოდ 65 დოლარი უჯდებათ. ქალაქში საცხოვრებლის ფასები საშუალოდ 50 დოლარს არ აღემატება, რაც ერთ-ერთი ყველაზე საბიუჯეტო მაჩვენებელია.