ზამთრის ტურიზმის მოყვარულებისთვის ევროპაში დასვენება სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. Euronews-ის მიერ გავრცელებული უახლესი კვლევის თანახმად, 2015 წლიდან მოყოლებული, ინფლაციის გათვალისწინებით, ევროპულ კურორტებზე თხილამურებით სრიალის ფასი საშუალოდ 34.8%-ით გაიზარდა.

თუმცა, ალპების ძვირადღირებული კურორტების ფონზე, გამოცემა ტურისტებს ალტერნატიულ, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებებს სთავაზობს. ამ სიაში ლიდერობენ საქართველო და ბულგარეთი, რომლებიც ვიზიტორებს დაბალ ფასებსა და ხარისხიან გამოცდილებას ჰპირდებიან.

საქართველო – ველური ბუნება და უხვი თოვლი

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის ტურიზმის „ფარულ მარგალიტს“. Euronews-ის შეფასებით, საქართველოს მთავარი უპირატესობა, დაბალ ფასთან ერთად, თოვლის საიმედო საფარია.

მაშინ, როდესაც გლობალური დათბობის გამო დაბალ სიმაღლეზე მდებარე ევროპული კურორტები თოვლის დეფიციტს განიცდიან, კავკასიონის მთები თავისი სიმაღლით იგებს. ისეთი კურორტები, როგორიცაა გუდაური და თეთნულდი, ზღვის დონიდან 2000-დან 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ვრცელდება. ეს ბუნებრივი უპირატესობა საქართველოს კურორტებს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილად აქცევს აქ იშვიათად არის საჭირო ხელოვნური თოვლის გამოყენება.

თავგადასავალი vs „გაპრიალებული“ ალპები

გუდაურის სათხილამურო სკოლის, Vagabond Adventures-ის ხელმძღვანელი, პეტრ მაჯერი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებს სთავაზობს უნიკალურ, ველურ და თავგადასავლებით სავსე ატმოსფეროს, რასაც ვერ ნახავთ ალპების ზედმიწევნით მოწესრიგებულ და „გაპრიალებულ“ სოფლებში.

„ის, რაც საქართველოს აკლია, არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ზოგჯერ მცირედით ჩამორჩება ევროპული გიგანტების განვითარების დონეს, თუმცა სანაცვლოდ იღებთ ემოციას და ბუნებრიობას“ ამბობს მაჯერი.

იაფი ფრენები სოფია მიმართულებით

გამგზავრების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
კიშინიოვი14 მაისი 202620 მაისი 2026ავიაბილეთები 84 -დან
ბრიუსელი29 მაისი 20263 ივნისი 2026ავიაბილეთები 99 -დან
რომი10 ივნისი 202617 ივნისი 2026ავიაბილეთები 100 -დან
ვარშავა4 მაისი 202611 მაისი 2026ავიაბილეთები 107 -დან
მემინგენი8 მაისი 202613 მაისი 2026ავიაბილეთები 109 -დან
კრაკოვი20 აპრილი 202622 აპრილი 2026ავიაბილეთები 115 -დან
ბუდაპეშტი23 აპრილი 202621 მაისი 2026ავიაბილეთები 130 -დან
პაფოსი24 აპრილი 202625 აპრილი 2026ავიაბილეთები 143 -დან
ვენა20 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 148 -დან
ნეაპოლი21 მაისი 202625 მაისი 2026ავიაბილეთები 154 -დან

ფასები და მოგზაურობის დაგეგმვა

საქართველო კონკურენტებთან შედარებით ფინანსურად ძალიან მომგებიან პოზიციაშია:

  • დღიური აბონემენტი: დაახლოებით 25 ევრო.
  • სრული აღჭურვილობის ქირაობა: დღეში საშუალოდ 22 ევრო.
  • საუკეთესო შეთავაზება: სეზონური აბონემენტი, რომელიც დაახლოებით 200 ევრო ღირს და საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე შეუზღუდავ წვდომას გაძლევთ.
  • გარდა ადგილზე არსებული დაბალი ხარჯებისა, ევროპელ ტურისტებს ხშირად ავიაბილეთები საქართველოში ჩამოსასვლელად უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე შვეიცარიის ან ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტებამდე მგზავრობა.

აქტიური დღის დასასრულს კი ვიზიტორებს ელოდებათ ქართული სამზარეულო ხინკალი და ხაჭაპური, რაც ძალების აღდგენის საუკეთესო და გემრიელი საშუალებაა.

ბულგარეთი – ევროპული კლასიკა ბიუჯეტურ ფასად

სტატიაში საქართველოს გვერდით მოხსენებულია ბულგარეთიც, რომელიც წლებია ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი სათხილამურო მიმართულება. ბულგარეთი ტურისტებს სთავაზობს კარგად განვითარებულ კურორტებსა და სერვისს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპის კურორტების ფასებს. შესაბამისად, თუ ზამთრის არდადეგების დაგეგმვისას იაფი ავიაბილეთები და ხელმისაწვდომი სერვისი თქვენთვის პრიორიტეტია, საქართველო და ბულგარეთი საუკეთესო არჩევანია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGlobal Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს – შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
შემდეგი სტატიაNorwegian საქართველოში შემოდის: პირდაპირი რეისები თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments