ზამთრის ტურიზმის მოყვარულებისთვის ევროპაში დასვენება სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. Euronews-ის მიერ გავრცელებული უახლესი კვლევის თანახმად, 2015 წლიდან მოყოლებული, ინფლაციის გათვალისწინებით, ევროპულ კურორტებზე თხილამურებით სრიალის ფასი საშუალოდ 34.8%-ით გაიზარდა.

თუმცა, ალპების ძვირადღირებული კურორტების ფონზე, გამოცემა ტურისტებს ალტერნატიულ, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებებს სთავაზობს. ამ სიაში ლიდერობენ საქართველო და ბულგარეთი, რომლებიც ვიზიტორებს დაბალ ფასებსა და ხარისხიან გამოცდილებას ჰპირდებიან.

საქართველო – ველური ბუნება და უხვი თოვლი

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის ტურიზმის „ფარულ მარგალიტს“. Euronews-ის შეფასებით, საქართველოს მთავარი უპირატესობა, დაბალ ფასთან ერთად, თოვლის საიმედო საფარია.

მაშინ, როდესაც გლობალური დათბობის გამო დაბალ სიმაღლეზე მდებარე ევროპული კურორტები თოვლის დეფიციტს განიცდიან, კავკასიონის მთები თავისი სიმაღლით იგებს. ისეთი კურორტები, როგორიცაა გუდაური და თეთნულდი, ზღვის დონიდან 2000-დან 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ვრცელდება. ეს ბუნებრივი უპირატესობა საქართველოს კურორტებს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილად აქცევს აქ იშვიათად არის საჭირო ხელოვნური თოვლის გამოყენება.

თავგადასავალი vs „გაპრიალებული“ ალპები

გუდაურის სათხილამურო სკოლის, Vagabond Adventures-ის ხელმძღვანელი, პეტრ მაჯერი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებს სთავაზობს უნიკალურ, ველურ და თავგადასავლებით სავსე ატმოსფეროს, რასაც ვერ ნახავთ ალპების ზედმიწევნით მოწესრიგებულ და „გაპრიალებულ“ სოფლებში.

„ის, რაც საქართველოს აკლია, არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ზოგჯერ მცირედით ჩამორჩება ევროპული გიგანტების განვითარების დონეს, თუმცა სანაცვლოდ იღებთ ემოციას და ბუნებრიობას“ ამბობს მაჯერი.

იაფი ფრენები სოფია მიმართულებით

გამგზავრების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
კიშინიოვი3 ივნისი 202610 ივნისი 2026ავიაბილეთები 83 -დან
ვარშავა7 ივნისი 202613 ივნისი 2026ავიაბილეთები 97 -დან
მილანი20 მაისი 202623 მაისი 2026ავიაბილეთები 98 -დან
ვროცლავი30 ივნისი 20264 ივლისი 2026ავიაბილეთები 124 -დან
მემინგენი8 მაისი 202613 მაისი 2026ავიაბილეთები 125 -დან
ნეაპოლი15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 133 -დან
რომი14 მაისი 20266 ივლისი 2026ავიაბილეთები 139 -დან
ეინდჰოვენი13 ივნისი 202620 ივნისი 2026ავიაბილეთები 142 -დან
ბარი22 მაისი 202626 მაისი 2026ავიაბილეთები 142 -დან
ბუდაპეშტი7 ივნისი 202614 ივნისი 2026ავიაბილეთები 144 -დან

ფასები და მოგზაურობის დაგეგმვა

საქართველო კონკურენტებთან შედარებით ფინანსურად ძალიან მომგებიან პოზიციაშია:

  • დღიური აბონემენტი: დაახლოებით 25 ევრო.
  • სრული აღჭურვილობის ქირაობა: დღეში საშუალოდ 22 ევრო.
  • საუკეთესო შეთავაზება: სეზონური აბონემენტი, რომელიც დაახლოებით 200 ევრო ღირს და საქართველოს ყველა სათხილამურო კურორტზე შეუზღუდავ წვდომას გაძლევთ.
  • გარდა ადგილზე არსებული დაბალი ხარჯებისა, ევროპელ ტურისტებს ხშირად ავიაბილეთები საქართველოში ჩამოსასვლელად უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე შვეიცარიის ან ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტებამდე მგზავრობა.

აქტიური დღის დასასრულს კი ვიზიტორებს ელოდებათ ქართული სამზარეულო ხინკალი და ხაჭაპური, რაც ძალების აღდგენის საუკეთესო და გემრიელი საშუალებაა.

ბულგარეთი – ევროპული კლასიკა ბიუჯეტურ ფასად

სტატიაში საქართველოს გვერდით მოხსენებულია ბულგარეთიც, რომელიც წლებია ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი სათხილამურო მიმართულება. ბულგარეთი ტურისტებს სთავაზობს კარგად განვითარებულ კურორტებსა და სერვისს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპის კურორტების ფასებს. შესაბამისად, თუ ზამთრის არდადეგების დაგეგმვისას იაფი ავიაბილეთები და ხელმისაწვდომი სერვისი თქვენთვის პრიორიტეტია, საქართველო და ბულგარეთი საუკეთესო არჩევანია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGlobal Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს – შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
შემდეგი სტატიაNorwegian საქართველოში შემოდის: პირდაპირი რეისები თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments