31 მარტიდან გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways ოფიციალურად დაბრუნდა საქართველოს ავიაბაზარზე. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აქტიური ჩართულობით გაიმართა, ლონდონი და თბილისი პირდაპირი საჰაერო ხაზით დაუკავშირდა.

პირველი პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა – British Airways-ის A320 ტიპის თვითმფრინავი 150 მგზავრით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უარდი, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელები, TAV Georgia-ს მენეჯმენტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესწრებოდნენ.

თბილისი ლონდონი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 December 202624 December 2026DirectBritish Airwaysავიაბილეთები 889 -დან
15 January 202722 January 20271 StopBritish Airwaysავიაბილეთები 877 -დან
18 January 202725 January 20272 StopsBritish Airwaysავიაბილეთები 847 -დან
5 April 202710 April 2027DirectBritish Airwaysავიაბილეთები 1 042 -დან

ბრითიშ ეარვეისი კვირაში 4 რეგულარულ რეისს შეასრულებს მარშრუტზე თბილისი ლონდონი ლონდონი თბილისი, რაც მნიშვნელოვანი კომფორტია როგორც ადგილობრივი მგზავრებისთვის, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, ეს პირდაპირი კავშირი დიდად გააადვილებს მოგზაურობასა და ტურიზმს.

British Airways 100 წელზე მეტია ოპერირებს. ის American Airlines-თან ერთად OneWorld ალიანსის თანადამფუძნებელია, რაც შესაძლებელს ხდის ლონდონის გავლით აშშ-ის მრავალ ქალაქში გამგზავრებას. ავიაკომპანია დაფრინავს 65 ქვეყანაში 190-ზე მეტ მიმართულებაზე, ხოლო მისი მთავარი ბაზა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ჰაბი – ლონდონის ჰითროუს აეროპორტია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიArmenian Airlines აპრილიდან ფრენებს დროებით წყვეტს
შემდეგი სტატიაავიაკომპანია easyJet -მა ჟენევადან თბილისში პირველი ფრენა შეასრულა!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted