british airwaysწარმატებით დასრულდა ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები British Airways -თან და გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება.

რეისები თბილისი ლონდონი ლონდონი თბილისი -ს მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ავია ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

ფრენები თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან განხორციელდება, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება. სწორედ ეს გახლდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელი იყო. მიხარია, რომ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონისა და თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება. წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს თქვენთვის და რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025British Airwaysავიაბილეთები 2 165 -დან
27 იანვარი 202631 იანვარი 2026EasyJetავიაბილეთები 552 -დან
3 თებერვალი 202622 თებერვალი 2026EasyJetავიაბილეთები 880 -დან

ავიაკომპანია British Airways -ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ახორციელებს. ასევე, აღსანიშნია, რომ 2024 წლის ანვარი-ივნისის თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დაჯავშნე ავიაბილეთები იაფად, დაგვიკავშირდი ნომერზე:  551 907 907
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარზე easyJet შემოდის
შემდეგი სტატიაგამოიცანი ევროპული ღირსშესანიშნაობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments