თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი – Turkish Airlines -ი ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Skytrax-ის მიხედვით აღიარეს.
გარდა ამისა, თურქეთის ავიახაზებმა ჯილდოები შემდეგ კატეგორიებშიც მიიღო: “საუკეთესო სერვისი ეკონომიკის კლასში”, “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში”, “საუკეთესო ადგილი ეკონომიურ კლასში” და “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში”.
2022-2023 წლების გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტმა ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. გამოკითხვაში სულ 325 ავიაკომპანია მონაწილეობდა.
კითხვარები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ენაზე – ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. მთლიანობაში კი 20,230 მილიონი პასუხი დამუშავდა.
THY-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ბილალ ეკშის განმარტებით, THY-მა აღნიშნული ჯილდო უკვე მერვედ მიიღო.
“ეს ჯილდო აძლიერებს ჩვენს ლიდერის პოზიციას ინდუსტრიაში. მოხარული ვართ, რომ Skytrax-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით საუკეთესო ავიაკომპანიად დავსახელდით სამხრეთ ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას ყველა სფეროში დ ჩვენს მგზავრებს გაუმჯობესებული სერვისებით მოვემსახურებით“,- განაცხადა მან.