ყოველდღიურად ცაში 100 000-ზე მეტი რეისი სრულდება. მგზავრები ყოველგვარი შიშის გარეშე ყიდულობენ თბილისი ფლორენცია ავიაბილეთები, თუ სხვა პოპულარულ მიმართულებებს და სიხარულით მოგზაურობენ თავიანთ საოცნებო ადგილებში. თუმცა ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავები უბრალოდ გაქრნენ. ტექნოლოგიური პროგრესის, ჯიპიესებისა და რადარების მიუხედავად, ოკეანეები და უკაცრიელი ადგილები კვლავ ძალიან დიდ საიდუმლოებს ინახავს. ამ სტატიაში განვიხილავთ და მოგიყვებით იმ შემთხვევებზე, რომლებიც ყველაზე გახმაურებულია და მისტიკურ გაუჩინარებებს ეხება.

ყველაზე ცნობილი გაუჩინარებული რეისები ისტორიაში

  • მალაიზიის ავიახაზების რეისი 370 – ეს 2014 წლის 8 მარტს მოხდა. მარშრუტი კი კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით გახლდათ.

ბოინგი 777, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან დაახლოებით 40 წუთში გაქრა რადარებიდან. კომუნიკაცია პილოტმა გაწყვიტა სიტყვებით: “ღამე მშვიდობის, მალაიზია 370”. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა და რა არის ამ ისტორიის საიდუმლო, სატელიტური მონაცემებით, თვითმფრინავმა კურსი მკვეთრად შეიცვალა და ინდოეთის ოკეანისკენ გაფრინდა, სადაც კიდევ 7 საათი იფრინა.

დღემდე უცნობია ზუსტი ვარდნის ადგილი და მიზეზი. ნაპოვნია მხოლოდ მცირე ნამსხვრევები აფრიკის სანაპიროებთან

  • რეისი 19 და ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა – შემდეგი ტრაგედია 1945 წლის 5 დეკემბერს, ბერმუდის სამკუთხედში მოხდა. აშშ-ს საზღვაო ძალების 5 ბომბდამშენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. მათ ხელმძღვანელს კომპასები აერია და გზა ვეღარ გაიკვლია.

ხუთივე თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. უფრო მეტსაც გეტყვით, სამაშველო თვითმფრინავი, რომელიც მათ საძებნელად გაუშვეს, ასევე გაუჩინარდა 13 ეკიპაჟის წევრით. ამ შემთხვევის სტატუსი დღემდე უცნობია. არცერთი თვითმფრინავის ნამსხვრევი არ არის ნაპოვნი. ამ შემთხვევამ, კი საფუძველი ჩაუყარა ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდას.

  • ამელია ერჰარტი, პიონერი, რომელიც ცაში გაუჩინარდა – 1937 წელს, პირველმა ქალმა პილოტმა, სცადა მსოფლიოს გარშემო ფრენა. მისი მისია იყო ისტორიაში ჩაწერილიყო პირველ ქალად, რომელიც მსოფლიოს შემოუვლიდა.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca2 December 202616 December 2026ავიაბილეთები 129 -დან
Poznan19 November 202624 November 2026ავიაბილეთები 146 -დან
Thessaloniki31 January 20278 February 2027ავიაბილეთები 174 -დან
Warsaw18 November 202620 November 2026ავიაბილეთები 176 -დან
Athens5 February 202710 February 2027ავიაბილეთები 200 -დან
Katowice3 December 20268 December 2026ავიაბილეთები 216 -დან
Vilnius25 November 20267 December 2026ავიაბილეთები 253 -დან
Venice14 November 202621 November 2026ავიაბილეთები 253 -დან
Bratislava24 November 202628 November 2026ავიაბილეთები 255 -დან
Milan23 November 202629 November 2026ავიაბილეთები 255 -დან

ის და მისი შტურმანი, ფრედ ნუნანი, წყნარ ოკეანეში, ჰოულენდის კუნძულისკენ მიფრინავდნენ. მათ რადიოკავშირით გადასცეს, რომ საწვავი უთავდებოდათ და კუნძულს ვერ ხედავდნენ. სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვეს არც თვითმფრინავი და არც სხეულები. თეორიები მერყეობს ოკეანეში ჩავარდნიდან იაპონელების ტყვეობით დამთავრებული.

  • Flying Tiger Line რეისი 739 – ამ ისტორიაზე ყველას უჩნდება კითხვა ეს იყო სამხედრო საიდუმლო თუ უბედური შემთხვევა?

1962 წელს, მარშრუტით გუამი – ფილიპინები, 90-ზე მეტი სამხედრო გადაჰყავდათ. ამერიკული სამხედრო ჩარტერული რეისი, რომელსაც 100-მდე მგზავრი ჰყავდა გაქრა. პილოტებს არანაირი განგაშის სიგნალი არ გადაუციათ.

მიმდებარე ტანკერმა დაინახა ძლიერი აფეთქება ცაში, თუმცა ფართომასშტაბიანი ძებნის მიუხედავად, ნამსხვრევები ვერ იპოვეს. სტატუსი დღემდე ამოუხსნელია. ვარაუდობენ საბოტაჟს ან ჰაერში აფეთქებას.

რატომ არის რთული თვითმფრინავის პოვნა 21-ე საუკუნეში?

ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში უზარმაზარი ლაინერი გაქრეს. რეალობა ისაა, რომ ოკეანის დიდი ნაწილი რადარების დაფარვის ზონის მიღმაა. როდესაც თვითმფრინავი ღია ოკეანეში ეცემა, ის ხშირად იძირება ათასობით მეტრი სიღრმეზე, სადაც „შავი ყუთის“ სიგნალის დაჭერა უკიდურესად რთულია, ხოლო წყალქვეშა რელიეფი ძებნას თითქმის შეუძლებელს ხდის.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ მიუხედავად ამ გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევებისა, ეს ისტორიები გამონაკლისს მიეკუთვნებიან. ავიაცია რჩება ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო სახეობად. თავისუფლად შეგიძლიათ, ახლავე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისიერი მიმართულებით და ესტუმროთ თქვენთვის საყვარელ ქალაქებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება, პარიზი, რომი თუ მილანი – ახალი ტექნოლოგიები პრევენციას ახდენენ ყოველგვარი ავიაკატასტროფის მოხდენისგან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდუბლიკატი ქალაქები: სად გავფრინდეთ ამსტერდამისა და ვენეციის ნაცვლად
შემდეგი სტატიაბრატისლავა-ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted