ყოველწლიურად შვედეთს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა საკმაოდ მცირე მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ამ მხარის სტუმრებს მუდამ მარტივად შეუძლიათ ულამაზესი ქალაქებისა და მისტიურად გამორჩეული ბუნების დათვალიერება. განსაკუთრებულ ყურადღებას რათქმაუნდა დედაქალაქი იქცევს, რომელიც რეალურად 14 კუნძულზეა გადაშლილი.

ბალტიის ზღვის სანაპიროებზე დასვენების მსურველებისთვის ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით მართლაც საუკეთესო საჩუქარია. ძველებური ქვებით მოპირკეთებულ ქუჩებში სეირნობა და ულამაზესი ფერებით შეღებილი შენობების დათვალიერება მართლაც საუკეთესო საზამთრო განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს. ქალაქის ძველი უბანი 13–ე საუკუნის უნიკალურ ღირსშესანიშნაობებს იტევს, ხოლო უფრო შთამბეჭდავი სანახაობა სამეფო სასახლის დათვალიერებისას შეგიძლიათ იხილოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტოკჰოლმი 14 კუნძულზეა გაშლილი, რის გამოც ეს ლოკაცია არქიტექტურის მოყვარულების სამოთხედ ითვლება. ულამაზეს შენობებთან ერთად, შვედეთის დედაქალაქში 50–ზე მეტი ულამაზესი ხიდის მონახულება შეგიძლიათ. ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით ასევე ყველაზე რომანტიული არდადეგების მოწყობის მსურველებმაც უნდა შეიძინონ. ამ ქალაქში ტურისტებისთვის უამრავი ატრაქციონია მოწყობილი, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ზემოთხსენებულ ხიდებს შორის გამავალი გემების ტურებია. ასეთი კომფორტული გზით თქვენ მარტივად დაათვალიერებთ უამრავ თვალწარმტაც ადგილს და საყიდლებზე წასვლისთვის დროც დაგრჩებათ.

საქართველოს დედაქალაქიდან შვედეთის მიმართულებით წასვლის მსურველებს ამჯერად საუკეთესო აქციებს ეგეოსის ავიახაზების წარმომადგენლები სთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიის ეგიდით ავიაბილეთები სტოკჰოლმის მიმართულებით 550–დან 850 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ვარიანტი საერთო ჯამში დაახლოებით 9 საათიან ფრენას ითვალისწინებს და რეისის შუაში ათენის აეროპორტში გადაჯდომა მოგიწევთ. უკანა გზაზე კი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ შეჩერება.

თბილისი სტოქჰოლმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 აპრილი 202525 აპრილი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 856 -დან
5 მაისი 20257 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 928 -დან
2 ივნისი 202515 ივნისი 20252 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 906 -დან
16 ივლისი 202517 ივლისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 924 -დან
22 აგვისტო 20256 სექტემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 979 -დან
27 სექტემბერი 20251 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 620 -დან
1 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 964 -დან

ასევე,აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგი მარშუტების აწყობაა შესაძლებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზიარის დახმარებით. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ქუთაისი – ბუდაპეშტი-სტოქჰოლმის მარშუტს ირჩევენ და ფასებიც ბევრად დაბალია. აპრილიდან კი საუკეთესო ვარიანტი იქნება ქუთაისი – გდანსკი -სტოქჰოლმი, ამ გზით თქვენ შეძლებთ ყველაზე სწრაფად და იაფად მოხვდეთ სტოქჰოლმში.

ქუთაისი სტოქჰოლმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ივლისი 202527 ივლისი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 066 -დან
2 აგვისტო 20258 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 106 -დან

მოცემული ფასები შესაძლოა მარტივად შეიცვალოს, თუკი გაფრენისთვის საჭირო მზადებას თვენახევრით ადრე დაიწყებთ. ასეთ დროს Avia.ge–ს საძიებო სისტემა მარტივად შემოგთავაზებთ ყველაზე მოხერხებული აქციების კატალოგს. მისი დახმარებით შეძლებთ უსწრაფესად და თანაც სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ საუკეთესო თარიღები და ავიაკომპანიები თქვენი სასურველი მიმართულებით გასაფრენად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ანკარის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments