უკრაინა თანდათანობით ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული მისი დედაქალაქი კიევი. ბოლო პერიოდში კიევმა საქართველოდან ბევრ ტურისტს უმასპიძნლა და საკმაოდ მოხიბლულიც დატოვა. ამიტომ, თუ თქვენც გეგმავთ კიევში გამგზავრებას, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ, როგორ დაჯავშნოთ ავიაბილეთები კიევის მიმართულებით და დაგეგმოთ სასიამოვნო მოგზაურობა.
ავიაკომპანიები, რომლებიც კიევის მიმართულებით ასრულებენ ფრენებს
საქართველოდან კიევის მიმართულებით ფრენების საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან უკრაინული ავიაკომპანიები თითქმის ყოველდღიურად გვთავაზობენ ფრენებს.
თბილისი კიევი -ს მიმართულებით FlyUia კვირაში რამდენიმე სიხშირით ასრულებს ფრენებს. ავიაკომპანია თბილისის აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტის მიმართულებით 3 საათში მოგახვედრებთ.
კიდევ ერთი უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც კიევის მიმარულებით ასრულებს ფრენებს არის Skyup Airlines – ი. Skyup – ი ფრენებს გვთავაზობს როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტიდან. ავიაკომპანია თბილისსა და კიევს შორის პირდაპირ ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს, ბათუმი კიევი -ს მიმართულებით კი კვირაში რამდენჯერმე. ფრენები თბილისიდანაც და ბათუმიდანაც კიევის ბორისპოლის აეროპორტში სრულდება.
Bees Airlines – ი უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია კიევის მიმართულებით ფრენებს ასრულებს როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტიდან კიევის ჟულიენის აეროპორტში და ყველაზე ბიუჯეტურ ფასებს.
როგორხ ხედავთ, საქართველოდან კიევის მიმართულებით მოგზაურობის დაგეგმვა საკმაოდ მარტივია, რადგან რეისების ფართო არჩევანი გვაქვს. ამიტომ, avia.ge -ის საძიებო სისტემის დახმარებით მარტივად შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფრენა და შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები კიევის მიმართულებით.
ადგილები, რომლებიც კიევში უნდა მოინახულოთ
წმინდა სოფიას ტაძარი ის ღირსშესანიშნაობაა, რომელიც კიევში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოთ. ის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანახაობრივი ტაძარია. ტაძარი შემკულია ულამაზესი ფრესკებით და ძველებური მოზაიკებით, რაც შთამბეჭდავს ხდის მას.
კიევის კიდევ ერთი განუმეორებელი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ენდრიუს ტაძარი, რომელიც კიევის უძველეს უბანში, პოდილში მდებარეობს. მართალია, ტაძარს რელიგიური დატვირთვა აღარ აქვს, თუმცა ის დღემდე ინახავს უძველესი ნახატებისა და სკულპტურების კოლექციას.
უკრაინის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია კიევში, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ. მუზეუმი ინახავს როგორც ადგილობრივ, ისე სხვა ქვეყნებში მოღვაწე უკრაინული ხელოვანების შედევრებს.
ეს ღირსშესანიშნავი ადგილები ნამდვილად იმსახურებენ მონახულებას, ამიტომ ავიაბილეთები კიევის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ თქვენც გახდეთ მათი ერთ-ერთი ვიზიტორი.
საუკეთესო დრო კიევში გასამგზავრებლად
კიევი წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოინახულოთ და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით, თუმცა მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად უმჯობესია საუკეთესო პერიოდი შეარჩიოთ. გვიანი გაზაფხული, შემოდგომა და ზაფხული საუკეთესო პერიოდებია კიევში გასამზაგვრებლად ტემპერატურის მხრივ. ზამთარი საკმაოდ ცივი და ბნელია, ამიტომ თუ გსურთ კიევის ქუჩებში სეირნობით, პარკებში და ღია კაფეებში ყოფნით დატკბეთ, მაშინ უმჯობესია თუ სამოგზაუროდ თბილ სეზონს შეარჩევთ.
შეიძინეთ ავიაბილეთები კიევის მიმართულებით საუკეთესო საძიებო სისტემის დახმარებით
Avia.ge – ის საძიებო სისტემა და მობილური აპლიკაცია საუკეთესო საშუალებაა კიევის ავიაბილეთების შესაძენად. თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ ნახოთ ყველა არსებული ფრენა და სასურველი დროისა და ბიუჯეტის შესაბამისად შეარჩიოთ ავიაბილეთები, რომლებსაც შემდეგ მარტივი საფეხურების გავლით შეიძენთ.