ავიაბილეთები კანკუნის მიმართულებით ნამდვილ სამოთხეს აღმოგაჩენინებთ დედამიწაზე.

კანკუნის ავიაბილეთები

მექსიკის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე პოპულარული კურორტი ნებისმიერ სტუმარს დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. საოცარ სანაპიროებთან და ფირუზისფერ სხვასთან ერთად, კანკუნში ისტორიული და კულტურული სანახაობების საკმაოდ დიდი არჩევანი დაგხვდებათ.

კანკუნი ორ ნაწილად არის გაყოფილი: კანკუნის კუნძული, ასევე ცნობილი როგორც “სასტუმროს ზონა” (“Zona Hotelera”) და დაუნთაუნი, ცნობილი როგორც, კანკუნის ქალაქი (Ciudad Cancun). “სასტუმროს ზონა” მთავარი ტურისტული ცენტრია, სადაც სასტუმროები, რეზორტები, ღამის ცხოვრება და სანაპიროებია.

დაუნთაუნში უფრო განსხვავებული გარემოა. აქ ძირითადად შეხვდებით ადგილობრივებს, გაეცნობით მათ კულტურასა და ცხოვრების სტილს, დააგემოვნებთ ადგილობრივ “ქუჩის საკვებს”.

კანკუნში შეგიძლიათ წყლის სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავდეთ. თუ წყალქვეშა ცურვა გიტაცებთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ კანკუნის წყალქვეშა მუზეუმში – “MUSA”-ში. წყალქვეშა მუზეუმში აღმოაჩენთ სხვადასხვა სკულპტურებსა და ქანდაკებებს, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იქნება თქვენთვის.

კულტურული და ისტორიული სანახაობებიდან აუცილებლად უნდა ესტუმროთ “ჩიჩენ იცას”. იუკატანის ნახევარკუნძულზე მაიას ცივილიზაციის მიერ აგებული არქოლოგიური ძეგლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობების ძეგლთა სიაშია შეტანილი.

როგორ უნდა გაემგზავროთ კანკუნში?

ავიაბილეთები კანკუნის მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანიების რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

რადგანაც კანკუნი საკმაოდ შორი მიმართულებაა, ავიაკომპანიების უმეტესობას კანკუნში მოსახვედრად ორი გადაჯდომა მაინც სჭირდება. თუმცა, კანკუნში მოხვედრა ერთი გადაჯდომითაც არის შესაძლებელი. ასეთ რეისს ავიაკომპანია Turkish Airlines – ი გვთავაზობს. თურქეთის ავიახაზები თბილისი კანკუნი -ს მიმართულებით, სტამბოლის აეროპორტში 7 საათიანი ტრანზიტით ასრულებს რეისებს.

კანკუნში მოსახვედრად, ასევე, ერთ-ერთი გზაა ჯერ მეხიკო სითიში გამგზავრება, შემდეგ კი კანკუნში გადაფრენა. მაგალითად, თბილისიდან დუბაიმდე შეგიძლიათ გაემგზავროთ Flydubai -ს რეისით, შემდეგ კი დუბაიდან მეხიკო სითიში ემირატების რეისით. მეხიკო სითიდან კანკუნამდე კი რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს პირდაპირ ფრენებს: AEROMEXICO, VOLARIS, VIVA AEROBUS.

ქუთაისი კანკუნი -ს მიმართულებით კი ფრენა შეგიძლიათ ააწყოთ შემდეგნაირად. ქუთაისის აეროპორტიდან ვენის საერთაშორისო აეროპორტამდე გაემგზავრებით უნგრული ავიაკომპანია Wizz Air– იტ. იქედან კი Austrian Airlines -ის მეშვეობით, პირდაპირ კანკუნის საერთაშორიოს აეროპორტში ჩაფრინდებით.

ბათუმი კანკუნი -ს ტრანზიტული რეისი კი შეგიძლიათ ააწყოთ მინიმუმ 2 გადაჯდომით, რომელსაც Israir Airlines -ი თელ-ავივის აეროპორტამდე გამგზავრეით გთავაზობთ, იქედან კი ფრენას Unaited Airlies -ის მეშვეობით განაგრძობთ, რომელიც ჯერ ჩიკაგოს აეროპორტში, შემდეგ კი კანკუნის აეროპორტში მოგზახვერდებთ.

რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კანკუნში გამგზავრება?

კანკუნში მოგზაურობას ბიუჯეტურად ნამდვილად ვერ შეძლებთ, თუმცა თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ და შეიძენთ, შეძლებთ შედარებით ნაკლები თანხები გადაიხადოთ. მაგალითად, ავიაბილეთები დაახლოებით თვე ნახევრით ან 2 თვით ადრე უნდა შეიძინოთ. ასევე, საუკეთესო ვარიანტები რომ ნახოთ, უმჯობესია გამოიყენოთ საძიებო სისტემა. Avia.ge შესაძლებლობას გაძლევთ ერთ სივრცეში ყველა არსებული რეისი ნახოთ და თქვენთვის ყველაზე მისაღები შეარჩიოთ.

ასე, რომ მოძებნეთ ავიაბილეთები კანკუნის მიმართულებით Avia.ge – ის საძიებო სისტემის დახმარებით, შეიძინეთ საუკეთესო ფასად და მოიწყვეთ დაუვიწყარი მოგზაურობა.

კანკუნის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვეყნები, რომლებმაც მოხსნეს/გაამარტივეს საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Uzbekistan Airways ბათუმის აეროპორტშიც იფრენს
3.5 6 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments