მოგზაურობამდე ყველაფერს ვგეგმავთ, თუმცა მოულოდნელი შემთხვევებისგან დაცვა თითქმის შეუძლებელია. ჯანმრთელობის პრობლემები, გადაუდებელი შემთხვევები ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციები შეიძლება ფინანსურად მძიმე ტვირთად იქცეს. არდი სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურებს სთავაზობს დაცულობის განცდას და სიმშვიდეს, რაც მათ საშუალებას აძლევს, სრულად დატკბნენ თავიანთი თავგადასავლით.

Ardi დაზღვევის პირობები და სერვისები

samogzauro dazgvevaArdi dazgveva დაფარავს გადაუდებელ შემთხვევებს და უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობისა და ფინანსური უსაფრთხოების დაცვას უცხოეთში. მისი სერვისები მოიცავს:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება: დაზღვევა ფარავს პირველადი დახმარების ხარჯებს, რაც მოიცავს ექიმის კონსულტაციასა და მკურნალობას.
  • გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია: საჭიროების შემთხვევაში, Ardi უზრუნველყოფს ჰოსპიტალიზაციის ხარჯების დაფარვას.
  • მედიკამენტების ხარჯები: დაზღვევა დაფარავს იმ მედიკამენტებს, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობისთვის.
  • ტრანსპორტირება: საჭიროებისას, ორგანიზებულია დაზღვეულის ტრანსპორტირება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ან სამშობლოში.

რატომ უნდა აირჩიოთ Ardi სამოგზაურო დაზღვევა?

  • გლობალური პარტნიორები: Ardi-ს აქვს პარტნიორობა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან მსოფლიოს მასშტაბით, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიაა.
  • ხელმისაწვდომი ფასები: დაზღვევის პაკეტები მორგებულია სხვადასხვა ბიუჯეტზე, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
  • მოქნილი პაკეტები: მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ დაზღვევა, რომელიც სრულად შეესაბამება მათ საჭიროებებს.
  • მარტივი გაფორმება: დაზღვევის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, რაც პროცესს სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა17 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 000 -დან
ამსტერდამი25 თებერვალი 20268 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 652 -დან
ანკარა27 იანვარი 20262 თებერვალი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 324 -დან
ათენი25 იანვარი 202626 იანვარი 2026Sky Expressავიაბილეთები 482 -დან

 

როგორ შევიძინოთ Ardi სამოგზაურო დაზღვევა?

Ardi-ს სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია Avia.ge-ის მეშვეობით. დაზღვევის გაფორმება მარტივი და სწრაფი პროცესია, რაც შესაძლებელს ხდის მის შეძენას ოფისში ან ონლაინ რეჟიმში. Avia.ge გთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს, რაც დაზოგავს თქვენს დროს და გახდის მოგზაურობას კომფორტულსა და უსაფრთხოს.

როგორ გამოვიყენოთ Ardi სამოგზაურო დაზღვევა საჭიროების შემთხვევაში?

სამოგზაურო დაზღვევაsamogzauro dazgvevaსაჭიროების შემთხვევაში, მოქმედების გეგმა მარტივია:

  1. დაუკავშირდით თქვენს პოლისში მითითებულ ასისტანს კომპანიის საკონტაქტო ცენტრს.
  2. დეტალურად აცნობეთ ოპერატორს თქვენი მდგომარეობის შესახებ.
  3. საჭიროების შემთხვევაში, ასისტანსი უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარებას, ჰოსპიტალიზაციას ან ტრანსპორტირებას.

თუ ვერ მოახერხებთ ასისტანტ კომპანიის დაკავშირებას, გადაუდებელი ხარჯები შეგიძლიათ თავად დაფაროთ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი ანაზღაურებისთვის.

Ardi dazgveva არის საიმედო არჩევანი მათთვის, ვისაც სურს მოგზაურობის დროს სრული დაცულობა და სიმშვიდე. მოქნილი პირობები, ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხის მომსახურება Ardi-ს იდეალურ პარტნიორად აქცევს ყველა ტიპის მოგზაურისთვის.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა Ardi დაზღვევასთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 15%-იანი ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატია30 %-იანი ფასდაკლება ავიაბილეთებზე Wizz air -სგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments