საქართველოს საავიაციო ბაზარზე თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Anadolujet-ი დაბრუნდა. ავიაკომპანია 20, 23 და 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე შეასრულებს და მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან-სტამბოლის მიმართულებით მოემსახურება.
Anadolujeti-ი თურქეთის წამყვანი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის, Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა. ავიაკომპანია 2003 წლის 23 აპრილს დაარსდა და ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის სახელს დღემდე ინარჩუნებს. მისი ბაზა ანკარას აეროპორტშია, თუმცა ფრენებს თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში შეასრულებს.
Anadolujet-ის დაბრუნება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა პანდემიის დროს, რადგან სხვა ჩარტერულ რეისებთან შედარებით, დაბალ ფასებს გვთავაზობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპაში გასამგზავრებლად Anadolujet-ი ყველაზე ხელმისაწვდომი ავიაკომპანიაა ამ ეტაპზე.
როგორ მოვხვდეთ Anadolujet-ის რეისებით ევროპაში დაბალ ფასად?
ევროპაში გამგზავრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი მარშუტით: თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით გაემგზავრონ Anadolujet-ის ჩარტერული რეისეით, შემდეგ კი იმავე ავიაკომპანიის რეისით ისარგებლონ ევროპის მიმართულებით. თურქული დაბლბიუჯეტური ავიაკომპანია საუკეთესო ფასს გვთავაზობთ როგორც თბილისიდან სტამბოლის, ისე სტამბოლიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით.
მაგალითად, თუ ბერლინში გსურთ გამგზავრება, Anadolujet-ი თბილისი-სტამბოლი-ბერლინის რეისს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, 650-700 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ. ამ თანხას გადაიხდით, ასევე, თბილისი-სტამბოლი-პარიზის ავიაბილეთშიც.
Anadolujet-ის დაბალბიუჯეტური ავიაბილეთებით შეგიძლიათ, ასევე, ისარგებლოთ ევროპის ისეთი ქალაქების მიმართულებით, როგორებიცაა: შტუტგარდი, ფრანკფურტი, კიოლნი, ვენა, ბრიუსელი, ამსტერდამი, ლონდონი და სხვა.
კარგია