საერთაშორისო მოგზაურობა ხშირად გაუთვალისწინებელ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ბარგის დაკარგვა ან დაზიანებაა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ავლენს, თუ რომელი ავიაკომპანიები უმკლავდებიან ამ პრობლემას ყველაზე წარმატებით და რომელთათვის რჩება ის კვლავ მთავარ გამოწვევად.

კვლევებმა, რომელიც მგზავრების შეფასებებს (Trustpilot) და მედიაში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ მოულოდნელ შედეგებს გვიჩვენებს.

ლიდერი და აუტსაიდერი ავიაკომაპნიები

ბევრისთვის გასაკვირად, ყველაზე საიმედო ავიაკომპანიად დაბალბიუჯეტიანი Ryanair დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 1000 მგზავრზე ბარგის დაკარგვის მხოლოდ 1.2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდნის გაუჩინარების რისკი მხოლოდ 0.12%-ია.

რეიტინგში მეორე პოზიცია Jet2-მა დაიკავა (1.5 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე, 0.15%-იანი ალბათობა), მას კი Virgin Atlantic მოსდევს, სადაც ეს მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს.

ანტირეიტინგის სათავეში British Airways მოექცა. ამ კომპანიის შემთხვევაში, ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან არასწორად დამუშავებული ბარგი მოდის, რაც 2.1%-იან რისკს უდრის. პრობლემური ავიაკომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ TUI (6 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე), Wizz Air (5 ერთეული) და easyJet (2.8 ერთეული).

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი23 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 161 -დან
ალმათი24 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 996 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 683 -დან
ანკარა23 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 342 -დან
ათენი21 მარტი 20275 აპრილი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 443 -დან
აბუ-დაბი13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 955 -დან
ანთალია6 მაისი 202710 მაისი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 439 -დან
ბაჰრეინის კუნძული7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 819 -დან
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 379 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 754 -დან

 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კატეგორიულად არ ეთანხმება კვლევის მეთოდოლოგიას და მას „სტატისტიკურად დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბარგის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია და მსგავსი პუბლიკაციები უსამართლოდ აყენებს ჩრდილს მათი თანამშრომლების ძალისხმევას.

ზოგადი სტატისტიკა

საავიაციო ტექნოლოგიური კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაიკარგა.

ევროპაში ბარგის დაკარგვის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა, პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება: თუ 2022 წელს 1000 მგზავრზე 15.7 დაკარგული ბარგი აღირიცხებოდა, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 12.3-მდე შემცირდა. ეს პროგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ 2024 წელს ევროპამ მგზავრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რამაც ბარგის გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის ქალაქები ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებენ
შემდეგი სტატიაWizz Air-ის მგზავრთნაკადმა ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 90 ათასს გადააჭარბა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted