საერთაშორისო მოგზაურობა ხშირად გაუთვალისწინებელ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ბარგის დაკარგვა ან დაზიანებაა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ავლენს, თუ რომელი ავიაკომპანიები უმკლავდებიან ამ პრობლემას ყველაზე წარმატებით და რომელთათვის რჩება ის კვლავ მთავარ გამოწვევად.

კვლევებმა, რომელიც მგზავრების შეფასებებს (Trustpilot) და მედიაში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ მოულოდნელ შედეგებს გვიჩვენებს.

ლიდერი და აუტსაიდერი ავიაკომაპნიები

ბევრისთვის გასაკვირად, ყველაზე საიმედო ავიაკომპანიად დაბალბიუჯეტიანი Ryanair დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 1000 მგზავრზე ბარგის დაკარგვის მხოლოდ 1.2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდნის გაუჩინარების რისკი მხოლოდ 0.12%-ია.

რეიტინგში მეორე პოზიცია Jet2-მა დაიკავა (1.5 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე, 0.15%-იანი ალბათობა), მას კი Virgin Atlantic მოსდევს, სადაც ეს მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს.

ანტირეიტინგის სათავეში British Airways მოექცა. ამ კომპანიის შემთხვევაში, ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან არასწორად დამუშავებული ბარგი მოდის, რაც 2.1%-იან რისკს უდრის. პრობლემური ავიაკომპანიების სიაში ასევე მოხვდნენ TUI (6 დაკარგული ბარგი 1000 მგზავრზე), Wizz Air (5 ერთეული) და easyJet (2.8 ერთეული).

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი27 დეკემბერი 202512 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 229 -დან
ალმაატა25 იანვარი 202610 თებერვალი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი18 მარტი 202622 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 573 -დან
ანკარა6 დეკემბერი 20258 დეკემბერი 2025AJetავიაბილეთები 347 -დან
ათენი15 იანვარი 202619 იანვარი 2026Sky Expressავიაბილეთები 320 -დან
აბუ დაბი20 იანვარი 202626 იანვარი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 787 -დან
ანტალია14 იანვარი 202619 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 377 -დან
ბაქო14 იანვარი 202614 იანვარი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 513 -დან
ბელგრადი17 აპრილი 202619 აპრილი 2026Air Serbiaავიაბილეთები 838 -დან
ბერლინი6 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 096 -დან

 

აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კატეგორიულად არ ეთანხმება კვლევის მეთოდოლოგიას და მას „სტატისტიკურად დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბარგის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია და მსგავსი პუბლიკაციები უსამართლოდ აყენებს ჩრდილს მათი თანამშრომლების ძალისხმევას.

ზოგადი სტატისტიკა

საავიაციო ტექნოლოგიური კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაიკარგა.

ევროპაში ბარგის დაკარგვის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა, პოზიტიური ტენდენციაც შეინიშნება: თუ 2022 წელს 1000 მგზავრზე 15.7 დაკარგული ბარგი აღირიცხებოდა, 2024 წლისთვის ეს რიცხვი 12.3-მდე შემცირდა. ეს პროგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ 2024 წელს ევროპამ მგზავრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რამაც ბარგის გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის ქალაქები ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებენ
შემდეგი სტატიაWizz Air-ის მგზავრთნაკადმა ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 90 ათასს გადააჭარბა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments