Air Samarkand არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 2022 წლის აპრილში ქალაქ სამარყანდში. მისი მიზანია კომფორტული და ხელმისაწვდომი ფრენების უზრუნველყოფა როგორც უზბეკეთის მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო მგზავრებისთვის. კომპანია ოპერირებს სამარყანდის ახალი საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ითვლება ყველაზე თანამედროვე და მეორე ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ქვეყანაში.
რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Air Samarkand?
Air Samarkand რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე. მისი მარშრუტების ქსელი მუდმივად ფართოვდება, რაც სამარყანდის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს სხვადასხვა პოპულარული მიმართულებით მოგზაურობას უმარტივებს. ამ დროისთვის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: საუდის არაბეთი, ისრაელი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, თურქეთი, ვიეტნამი და სხვ. გარდა ამისა, ავიაკომპანია გეგმავს ქსელის გაფართოებას ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, და სამხრეთ კორეაში, ასევე აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მიმართულებებზე.
აღსანიშნავია, რომ Air Samarkand -მა ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ახლახან დაიწყო და პირველი პირდაპირი რეისი ტაშკენტიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით 2025 წლის 18 მაისს განახორციელა. ტაშკენტიდან ბათუმის აეროპორტი -ს მიმართულებით კი ფრენებს 24 მაისიდან შემოგვთავაზებს.
თბილისი ტაშკენტი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
25 მაისი 2025 | 27 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 154 -დან |
5 ივნისი 2025 | 15 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 913 -დან |
24 ივლისი 2025 | 31 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 067 -დან |
17 აგვისტო 2025 | 31 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 982 -დან |
Air Samarkand-ის ფლოტი
კომპანიის ფლოტი შედგება სამი თანამედროვე Airbus ტიპის თვითმფრინავისგან:
- Airbus A330 – კომფორტული თვითმფრინავი გრძელ მანძილზე ფრენებისთვის.
- Airbus A321 – საშუალო მანძილის ფრენებისთვის.
- Airbus A321neo – ახალი თაობის თვითმფრინავი.
კომპანია მომავალში ფლოტის გაფართოებას და მსგავსი ტიპის დამატებითი თვითმფრინავების შეძენას გეგმავს, რაც მას მეტ მიმართულებაზე ოპერირების შესაძლებლობას მისცემს.
Air Samarkand-ის უპირატესობები
- ომფორტული და უსაფრთხო ფრენები,
- ხელმისაწვდომი ფასები,
- მარტივი დაჯავშნის, ცვლილებისა და ავიაბილეთის დაბრუნების პროცესი,
- ცხელი საკვები ბორტზე,
- მრავალენოვანი პერსონალი,
- მეგობრული მომსახურება,
- გასართობი სისტემა ბორტზე (მალე დაემატება),
- კომფორტი როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასში.
აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
Air Samarkand, როგორც წესი, თითოეულ მგზავრს აძლევს უფლებას, თან იქონიოს ორი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული მაქსიმუმ 23 კგ წონით. დამატებით კი ერთი ერთეული ხელბარგი.
ჩასაბარებელი ბარგი (Checked Baggage):
- ეკონომ კლასი: 2 ცალი ჩასაბარებელი ბარგი, თითოეული მაქსიმუმ 23 კგ-მდე
- ჩვილები (2 წლამდე): 1 ერთეული ბარგი, მაქსიმუმ 10 კგ-მდე
ხელბარგი (Carry-on Baggage):
- ბიზნეს კლასი: 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმუმ 10 კგ-მდე, ზომებით არაუმეტეს 115 სმ (სიგრძე+სიგანე+სიმაღლე)
- ეკონომ კლასი: 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმუმ 8 კგ-მდე, ზომებით არაუმეტეს 115 სმ
გაითვალისწინეთ: ჩასაბარებელი ბარგის საერთო ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს. ბარგის დასაშვებ წონასა და ზომაზე გადაჭარბების შემთხვევაში, მოგიწევთ დამატებითი საფასურის გადახდა. ბარგში აკრძალულია ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთების ტარება.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ
Air Samarkand -ზე რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მოქნილია, რათა მგზავრებს გაუმარტივდეთ მოგზაურობის დაგეგმვა და ისიამოვნონ ფრენით.
ონლაინ რეგისტრაცია (Online Check-in):
- იწყება ფრენამდე 24 საათით ადრე
- სრულდება ფრენამდე 2 საათით ადრე
აეროპორტის რეგისტრაცია (Airport Check-in):
- იწყება ფრენამდე 3 საათით ადრე
- სრულდება ფრენამდე 60 წუთით ადრე
ბიზნეს კლასის მგზავრებს აქვთ პრიორიტეტული რეგისტრაციის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907
[…] Air Samarkand -ი თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი -ს მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს. […]