Air Astana -მ გამოაცხადა, რომ აფართოებს მიმართულებებს და 2025 წლის 27 მაისიდან იწყებს პირდაპირ ფრენებს ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ს მიმართულებით. ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისები შესრულდება Airbus-ის ტიპის თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
ფრენების განრიგი შემდეგია:
- საჰაერო ხომალდი თბილისიდან 12:00 საათზე აფრინდება და ატირაუში 12:40 საათზე ჩავა.
- ატირაუდან კი 08:00 საათზე (ადგილობრივი დროით) და თბილისში 08:50 საათზე იქნება.
ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 50 წუთია.
Air Astana პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 3 მაისი 2025 | 16 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 942 -დან |
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოში 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა – ყაზახური ავიაკომპანიების წილი საქართველოს ბაზარზე 3.9%-ს შეადგენს. ხოლო ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთ წლამდე შეუძლიათ.
ეარ ასტანა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჯამურად, თბილისის მიიმართულებით, კვირაში 15 რეისს შეასრულებს. ფრენები შესრულდება ყაზახეთის სამი ქალაქიდან: ალმათიდან კვირაში 9 რეისი, ხოლო ასტანიდან და ატირაუდან 3-3 რეისი.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ფრენებს Air Astana-სთან ერთად FlyArystan-იც ახორციელებს როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში.
8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907