ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულდა. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2024 წელსვე იგეგმება, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება კი 2026 წელს.

2024 წლის მაისში, დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტების მიერ აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს:

  • აეროპორტის ტერმინალის,
  • სამიმოსვლო ბილიკების,
  • ასაფრენ-დასაფრენი ზოლის,
  • ბაქანის და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელს მდგომარეობას,
  • მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს;
  • აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებასა და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა24 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 678 -დან
ათენი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
ბარსელონა29 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 429 -დან
ბერლინი17 ივნისი 202621 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 729 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
ბუდაპეშტი29 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
დორტმუნდი24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 405 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 270 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 244 -დან

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისში დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე გაზარდა.

2023 წლის ბოლოს, ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება 2024 წელს.

ამასთან, არსებული საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლიც მიმდინარე წელს დასრულდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დაგეგმე ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითურქეთის აეროპორტებში შესაძლოა შემოწმების პროცესი გამკაცრდეს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -მა მგზავრთნაკადი 207% -ით გაზარდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted