2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტი -ს ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-კოპენჰაგენი -ს მიმართულებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. ტრანზიტულ რეისებს კი საუკეთესო ფასად, კვლავ ვიზეარი გვთავაზობდა.
ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების შემდეგ, გაიზრდება სიხშირეები სხვადასხვა მიმართულებაზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 – 4 სიხშირით შესრულდება.
ქუთაისი კოპენჰაგენი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
27 ნოემბერი 2024 | 3 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 428 -დან | |
20 დეკემბერი 2024 | 11 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 430 -დან | |
29 დეკემბერი 2024 | 5 იანვარი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 307 -დან | |
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 252 -დან | |
5 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 255 -დან | |
11 აგვისტო 2025 | 24 აგვისტო 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 850 -დან |
“ავიაკომპანია wizz air kutaisi -სთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მიაღწიეს. 2023 წლის ბოლოსთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი შეასრულებს რეისებს, რაც კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას გამოიწვევს და 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ასევე, დამატებითი ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას ექნება შესაძლებლობა სიხშირეებისა და რეისების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, იძლევა საშუალებას ქუთაისის აეროპორტი wizz air ge -ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა”- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, 2023 წლის 1-ლი ივნისიდან Wizz Air კოპიტნარის აეროპორტი -დან მესამე ბაზირებული ხომალდით ოპერირებას მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის ბოლომდე კი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.