ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ფრენების დამატებას რამდენიმე ევროპული მიმართულებით განიხილავს. როგორც საქართველოს ავიახაზები ს დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ოპერირებას რომის, ბრიუსელის და ბერლინის მიმართულებით გეგმავს. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე რეისების დამატება მიუნხენის მიმართულებითაც.

რაც შეეხება ჯორჯიან ეარვეისის ტრადიციულ მიმართულებებს: ვენას, პარიზს  და ამსტერდამს, ავიაკომპანია ფრენებს დღესაც ასრულებს.

როგორც იცით, Georgian Airways –ის მთავარი შტაბბინა თბილისის აეროპორტში მდებარეობს და რეისებს აღნიშნული აეროპორტიდან გვთავაზობს.

თბილისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 დეკემბერი 202426 დეკემბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 370 -დან

 

როგორც თამაზ გაიაშვილი ამბობს, თუ ავიაკომპანია ვიზეარი ვენის მიმართულებით ფრენებს გააგრძელებს, მაშინ საქართველოს ავიახაზები იძულებული იქნება აღნიშნული მიმართულებით ოპერირება გააჩეროს, რადგან კომპანიისთვის აღნიშნული მიმართულება უკვე წამგებიანია.

ასევე, თამაზ გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ი ერევნის მიმართულებაზე, მიმდინარე ზაფხულისთვის სიხშირეების ზრდას არ ელოდება, რადგან მოთხოვნა შემცირებულია.

თუ გეგმავთ იმოგზაუროთ აღნიშნული ავიაკომპანიით, საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვა avia.ge-ის მოხერხებული საძიებო სისტემის გამოყენებით შეგიძლიათ.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება თქვენთვის სასურველი მიმართულებაზე თარიღებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Iveria – საქართველოს ახალი ეროვნული ავიაკომპანია შეემატება
შემდეგი სტატიათბილისიდან ლიტვაში პირდაპირი ავიამიმოსვლა განიხილება
1.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments