ახალი ქართული ავიაკომპანია2024 წლიდან საქართველოში ფრენების დაწყებას ახალი ეროვნული ავიაკომპანიაAir Iveria გეგმავს. ავიაკომპანია თავდაპირველად ოპერირებას 3 ან 4 თვითმფრინავით დაიწყებს. სამომავლოდ კი, საავიაციო პარკი სულ მცირე გასამმაგდება.

მიმდინარე წლის 23 მარტს, ავიაკომპანია აირ ივერია -სა და Airbus -ს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. როგორც ავიაკომპანიის დამფუძნებლებმა თენგიზ ტყეშელაშვილმა და ირაკლი გიორგობიანმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადეს, Air Iveria და „Airbus“-ი ახალი ქართული ავიაკომპანიის საოპერაციო მოდელსა და მდგრადი განვითარების გეგმას ერთობლივად მოამზადებენ.

მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი Air Iveria და როგორი იქნება ფასები?

Airiveria.ge -ს მომსახურების ხარისხი იქნება მაღალი, ხოლო ფასები კი ხარისხთან შესაბამისად ადეკვატური. გარდა ამისა, ექნება ძლიერი ლოიალობის პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელი ამ პროგრამას გაჰყვება, შედეგად საკმაოდ შეღავათიან ფასებში შეძლებს ფრენას.

ქართული ავიახაზების ბრუნვის მნიშვნელოვანი წილი ტრანზიტზე იქნება გათვლილი – ტრანზიტი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში და პირიქითაც. ქვეყანას ამისთვის უნიკალური ადგილმდებარეობა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ Airbus-იც მიიჩნევს საქარელოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჰაბს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და ასევე თვლის, რომ ქვეყნის ავიახაზებს მთლიანობაში ბაზრის 50-60% მაინც უნდა ეჭიროს.

სამწუხაროდ, დღეისათვის ქართული ავიახაზების წილი 8%-ს არ აღემატება, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ტურიზმისთვის და ქვეყნის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფორმირებისთვის.

ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Avia.ge -ს გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ავიარეისები, ფასებისა და თარიღების გათვალისწინებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს flyadeal-ი უბრუნდება
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი ევროპის მიმართულებების დამატებას გეგმავს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments