იორდანიის სამეფო ავიახაზები – Royal Jordanian -ი ინტერესს გამოხატავს საქართველოს მიმართულებით რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებაზე. აღსანიშნავია, რომ იორდანიიდან საქართველოში ამ დრომდე, მხოლოდ ჩარტერული ფრენები სრულდებოდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ ორ სახელმწიფოს შორის ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. იორდანიაში საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდით კი ტურისტული ნაკადები და მგზავრთნაკადი გაცილებით გაიზრდება. ხოლო, ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 000-ს აღწევს, რაც უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan აქამდეც ასერულებდა ფრენებს საქართველოს მიმართულებით. კერძოდ, ბათუმსა და ამანს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა.
ბათუმი ამანი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
17 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 1 467 -დან |
იორდანია, ეს პატარა ქვეყანა სტუმართმოყვარეობით, უძველესი ისტორიით, კულტურითა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მრავალი ძეგლით, თავგადასავლების უზღვავ შესაძლებლობას გთავაზობთ. დიდებული უძველესი არქიტექტურა, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროები და უგემრიელესი იორდანული სამზარეულო, წმინდა ადგილები, წითელი ზღვა და მკვდარი ზღვა იორდანიის მონახულების მხოლოდ რამდენიმე მიზეზია.
იმედი ვიქონიოთ, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ ამ მშვენიერ ქვეყანას საქართველოდან პირდაპირი რეისებით. მანამდე კი იორდანიის მიმართულებით შეგიძლიათ გაემგზავროთ ტრანზიტული რეისებით, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოახერხოთ სხავდასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით.