მოგზაურობის დაგეგმვა, ავიაბილეთების შეძენა და სასურველი მიმართულებით გამგზავრება, როგორც წესი, სასიამოვნო მოგონებებთან უნდა ასოცირდებოდეს. ბევრი ადამიანისთვის, სამოგზაურო დაზღვევა, მხოლოდ მოგზაურობის დროს სავალდებულო საბუთს წარმოადგენს, თუმცა, არავინაა დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. სწორედ ამიტომ, ტურისტული დაზღვევა, საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ და გვერდი აუაროთ მოულოდნელ ხარჯებს.

რა არის სამოგზაურო დაზღვევა ?სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა, უცხო ქვეყანაში ყოფნისას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს ანაზღაურებს. გასართობად ან საქმიანი ვიზიტით წასულს, თუ რამე სახის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება დაგჭირდებათ, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი დაგიცავთ ფინანსური რისკებისგან.

რა დამიჯდება სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა?

წამყვანი სადაზღვევო კომპანიების ფასების მიხედვით, სტანდარტული პოლისის ღირებულება დღეში 1 ლარს ან უფრო ნაკლების შეადგენს.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ, მოგზაურობისას დაკავდეთ ექსტრემალური სპორტით, ამ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისი შედარებით მეტი დაგიჯდებათ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანის დაზღვევაც შედარებით ძვირი ღირს.

რომელი დაზღვევა უნდა გავაფორმო, თუ ხშირად ვმოგზაურობ? 

სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, მოგზაურობისთვის შესაფერისი პოლისის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კონკრეტული ვადით დაგეგმილი მოგზაურობისათვის ემზადებით, მაშინ შეგიძლია ერთჯერადი პოლისი შეიძინოთ სასურველი დაფარვებით. ხოლო თუ ხშირი მოგზაურობის მოყვარული ხართ, გირჩევთ გააფორმოთ წლიური დაზღვევა, რომელიც დღეზე შედარებით ნაკლები დაგიჯდებათ და გამოირჩევა განსხვავებული დაფარვებით.

რას ფარავს საბაზისო სადაზღვევო პოლისი?

  • ამბულატორული ან სტაციონარული გადაუდებელ სამედიცინო დახმარება.
  • უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება.
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება.
  • ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა.

    როგორ მოვიქცე სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში?ასისტანს კომპანია

     

    სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასისტანს-კომპანიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ნომრის პოვნა დაზღვევის პოლისზეა შესაძლებელი.

    როდესაც დაუკავშირდებით კომპანიას, ოპერატორს უნდა აცნობოთ ადგილმდებარეობა, თუ რომელ ქალაქში იმყოფებით, რის შემდეგაც მოხდება რეაგირება თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.

    თუ სასწრაფო დახმარების მანქანა იქნება საჭირო, კომპანია გამოიძახებს მას და გადაგიყვანენ კლინიკაში. თუ კბილი აგტკივდებათ ან რამე სხვა სახის პრობლემა შეგექმნებათ, კონსულტაციას თავად ოპერატორი გაგიწევთ და გადაგამისამართებთ შესაბამის დაწესებულებაში.

    რა არის ასისტანს-კომპანია?

    დამეთანხმებით, შეუძლებელია ერთი სადაზღვეო კომპანია მსოფლიოს ყველა კლინიკასთან ურთიერთობდეს. სწორედ ამიტომ, არსებობენ ასისტანს-კომპანიები, რომლებიც სადაზღვეოსა და ადგილობრივ კლინიკებს ერთმანეთთან აკავშირებენ და არეგულირებენ დაზღვეულისა და სამედიცინო დაწესებულების ურთიერთობას. ასევე, აგვარებს ყველა სახის ფინანსურ და საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეხმარებიან კლიენტებს შესაბამისი მომსახურების დროულად და სწორად მიღებაში.

    შესაძლებელია ასისტანსის გარეშე სამედიცინო მომსახურების მიღება?

    იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხეთ კომპანიასთან დაკავშირება, სამედიცინო დახმარების მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა, ამ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ სრული სამედიცინო ხარჯის დაფარვა. თანხას კი თქვენი სადაზღვეო საქართველოში დაბრუნების შემდეგ აგინაზღაურებთ.

    ამიტომ, თუ არის საშუალება, რომ დაუკავშირდეთ ასისტანსს, ყოველთვის სჯობს ისარგებლოთ მათი მომსახურებით, რათა გადაგამისამართონ პროვაიდერ დაწესებულებაში, სადაც ისარგებლებთ თქვენი დაზღვევით. 

    როგორ გავიგო პროვაიდერი კლინიკების ადგილმდებარეობა?

    ცხელ ხაზთან დაკავშირების შემდეგ, ოპერატორი ადგილმდებარეობის შესაბამისად მოგაწვდით ინფორმაციას პროვაიდერი კლინიკების შესახებ, სადაც მომსახურებას თანადაფინანსებით მიიღებთ.

    თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკებშიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, მომსახურების საფასურს თავად იხდით, ხოლო თანხის ანაზღაურება საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოხდება.

    რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?

    სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება დღეზე 80 თეთრია და მისი შეძენა აუცილებელია თითოეულ დღეზე, რა პერიოდითაც გეგმავთ სხვა ქვეყანაში დარჩენას.

    samogzauro dazgveva არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება განახორციელოთ. იგი გიცავთ სხვადასხვა სახის რისკებისგან მოგზაურობის დროს.

    dazgvevebi.ge გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევას, რომლის შეძენაც შესაძლებელია მარტივად, ზარის მეშვეობით. დაგვირეკეთ: 551 907 907

    kompensacia frenebze
    kompensacia frenebze
    წინა სტატიაშიCentrum Air -ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ბრუნდება
    შემდეგი სტატიაLufthansa თბილისი მიუნხენის მიმართულებაზე რეისებს ამატებს
    0 0 votes
    შეაფასე სტატია
    Subscribe
    Notify of
    4 კომენტარები
    Oldest
    Newest Most Voted
    Inline Feedbacks
    View all comments