გადაწყვიტეთ გაემგზავროთ ბერლინში, თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ ბრანდენბურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრში?
ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ბერლინის ცენტრის მიმართულებით.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უამრავი ადამიანი მიემგზავრება ამ არაჩვეულებრივი ქალაქის მიმართულებით, მისი გემრიელი ადგილობრივი კერძების, მსოფლიოში ცნობილი ლუდის, ცოცხალი ღამის ცხოვრების, რეკრეაციული სივრცეებისა და ისტორიული არქიტექტურისა გამო. ეს ხმაურიანი ადგილი ამაყობს მდიდარი ისტორიით, უამრავი ღირშესანიშნაობითა და მუზეუმით.
ბრანდენბურგის აეროპორტი კარგადაა დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან და გთავაზობთ ტრანსპორტიების ფართო არჩევანს. ბრანდენბურგის აეროპორტი ბერლინის ცენტრიდან მხოლოდ 26 კმ-ით არის დაშორებული და ტრანსპორტირების 3 განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს: ტაქსი და მასთან ერთად მატარებლებისა და ავტობუსების საიმედო ქსელი.
როგორ მოვხვდეთ ბრანდენბურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრში ტაქსით?
ბრანდენბურგის აეროპორტის ტაქსი ადვილად შესამჩნევია, აეროპორტიდან გასვლისას თვალი ადევნეთ კრემისფერი ფერის მანქანებს, სახურავზე ყვითელი და შავი ნიშნებით.
ტაქსი ხელმისაწვდომია მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ტაქსისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ 5-დან 15 წუთამდე ლოდინი. თუმცა, ტაქსით მგზავრობა ბრანდენბურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრამდე ნამდვილად ყველაზე სწრაფი და მარტივი ვარიანტია.
გადატვირთული მოძრაობის გარეშე, ტაქსით ბერლინის ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
A ტერმინალიდან გასვლისას თქვენ შეამჩნევთ ტაქსის პუნქტებს. თუ ვერ იპოვით დანიშნულ მოსაცდელ ადგილს, დააკვირდით ნიშნებს ან ჰკითხეთ აეროპორტის თანამშრომლებს.
როგორ მოვხვდეთ ბრანდენბურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრში ავტობუსით?
ბრანდენბურგის აეროპორტს აქვს ავტობუსების დახვეწილი ქსელი, რომელიც დღე და ღამე მოძრაობს ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
ავტობუსი – X7 არის ყველაზე სწრაფი ვარიანტი და უზრუნველყოფს კავშირს Rudow U-Bahn მეტროსადგურთან დაახლოებით 9-12 წუთში. ავტობუსი გადის ყოველ 10 წუთში და ხელმისაწვდომია 05:30 საათიდან 01:15 საათამდე.
ავრობუსს N163-სა და N171-ს დაახლოებით 45-55 წუთი სჭირდება ბერლინის ცენტრამდე, რადგან გზაზე შედარებით მეტი გაჩერებაა.
მოგზაურებს, რომლებიც ღამით ჩამოდიან, N7 და N60 ღამის ავტობუსები ემსახურებინ, რომლებსაც დაახლოებით 30 წუთი სჭირდებათ Rudow U-Bahn-თან ან Adlershof S-Bahn-მდე მისასვლელად.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
აეროპორტში A და B ტერმინალებიდან გარეთ გამოსვლისას, თქვენ შეამჩნევთ ავტობუსის სადგურებს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ავტობუსით უნდა იმზავროთ, აეროპორტის პერსონალი შეძლებს თქვენს დახმარებას.
როგორ მოვხვდეთ ბრანდენბურგის აეროპორტიდან ბერლინის ცენტრში მატარებლით?
ბრანდენბურგის აეროპორტს გააჩნია ეფექტური სარკინიგზო სისტემა, სადაც მოსახვედრად უნდა გაიაროთ დახურული ბილიკი. მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ.
ექსპრეს მატარებლები – RB14 და RE7 ყველაზე სწრაფი მატარებლები არიან, მგზავრობას ქალაქამდე დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს რეგიონული მატარებლები საათში მხოლოდ ორჯერ დადიან.
S9 S-Bahn ადგილობრივ სარკინიგზო მარშრუტზე ყოველ 5-20 წუთში გადის, ამიტომ ის უფრო ხშირად ემსახურება მგზავრებს, ვიდრე ექსპრეს მატარებლები, თუმცა, მგზავრობის დრო ოდნავ მეტია.
სად მდებარეობს მატარებლის სადგური?
მატარებლის სადგური ბრანდენბურგის აეროპორტიდან ხუთი წუთის სავალზეა. იქ მოსახვედრად დააკვირდით ნიშანს, როდესაც გამოხვალთ ჩამოსვლის დარბაზის გარეთ. როგორც კი სადგურს მიაღწევთ, გაემართეთ S-Bahn პლატფორმაზე, რათა გაემგზავროთ S9 ან Express მატარებლებით ბერლინის მიმართულებით.
ქუთაისი ბერლინი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
26 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 543 -დან | |
16 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 451 -დან | |
16 თებერვალი 2025 | 23 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 297 -დან | |
13 მარტი 2025 | 20 მარტი 2025 | ავიაბილეთები 295 -დან |
საქართველოდან ბერლინის მიმართულებით, პირდაპირ რეისები, ქუთაისის აეროპორტი -დან სრულდება, რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს. ფრენის ხანგრძლივობა კი 4 საათი და 20 წუთია.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდანაც, საიდანაც რეისებს სტამბოლში გადაჯდომით, თურქეთის ავიახაზები და Pegasus -ი გვთავაზობენ.