გადაწყვიტეთ გაემგზავროთ ვარშავის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
ვარშავის – ფრედერიკ შოპენის აეროპორტი, ან ვარშავა-შოპენის აეროპორტი, ქალაქის ყველაზე დიდი და დატვირთული აეროპორტია. ეს აეროპორტი გთავაზობთ მრავალფეროვან სატრანსპორტო სისტემებს ვარშავის ცენტრში მოსახვედრად.
აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სამი ტიპის სატრანსპორტო საშუალებით: ტაქსი, ავტობუსი და მატარებელი.
როგორ მივიდეთ შოპენის აეროპორტიდან ვარშავის ცენტრამდე ტაქსით?
ბევრ მოგზაური ირჩევს ტაქსით მგზავრობას შოპენის აეროპორტიდან ვარშავის ქალაქის ცენტრამდე, რადგან ეს არის სწრაფი და შედარებით ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება.
შოპენის აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა ნორმალური მოძრაობის პირობებში 25 წუთს გრძელდება. ზუსტი დრო კი დამოკიდებული დანიშნულების ადგილზე.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
როგორც კი ჩამოსვლის ტერმინალის გარეთ გამოხვალთ, პირველ დონეზე, დაინახავთ ტაქსების რიგს.
როგორ მივიდეთ შოპენის აეროპორტიდან ვარშავის ცენტრამდე ავტობუსით?
ვინაიდან შოპენის აეროპორტი ვარშავის ყველაზე დატვირთული აეროპორტია, არსებობს ორი ავტობუსის ხაზი, რომელიც აეროპორტს ვარშავის ცენტრთან აკავშირებს.
ავტობუსით მგზავრობა აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ნორმალურ პირობებში გრძელდება 25 წუთს.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
იგი მდებარეობს ჩამოსვლის ტერმინალის დონეზე, სამხრეთით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მგზავრების საინფორმაციო პუნქტში, რომელიც განთავსებულია ჩამოსვლის დარბაზში.
როგორ მივიდეთ შოპენის აეროპორტიდან ვარშავის ცენტრამდე მატარებლით?
არსებული მატარებელი ვარშავა-შოპენის აეროპორტს პირდაპირ ვარშავის ქალაქის ცენტრთან აკავშირებს. ამ მატარებელს ჰქვია S2 და ის მდებარეობს ტერმინალის A-ს ქვეშ.
ვარშავის ცენტრამდე მგზავრობა გრძელდება 20 წუთს.
სად მდებარეობს მატარებლის სადგური?
მატარებლის სადგური მდებარეობს აეროპორტის ქვეშ, ტერმინალის A-ს ქვეშ. მიჰყევით ნიშნებს ან ჰკითხეთ აეროპორტის თანამშრომლებს და ისინი გაგიძღვებიან.
ვარშავის მიმართულებით გამგზავრებას თქვენ საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეძლებთ. არნიშნული მიმართულებით, როგორც ყოველთვის, ყველაზე ბიუჯეტურ ავიაბილეთებს ავიაკომპანია Wizz Air Georgia გვთავაზობს. პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთია. თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ რეისებს პოლონური ავიაკომპანია Lot Polish Airlines -ი ახორციელებს. ხოლო, ბათუმიდან ტრანზიტულ ფრენებს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი გვთავაზობს.
ქუთაისი ვარშავა ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
12 მარტი 2025 | 19 მარტი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 324 -დან |