ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი დასაფრენი ზოლის მასშტაბური რეაბილიტაცია 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით 3 საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

“იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის სრული აღდგენაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეგულარული რეისები. ამიტომ, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. შესრულდება ასფალტის საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ორ კვირიანი ეტაპის შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით , ისე რომ ფრენების ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები”. – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

რაც შეეხება იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLOT-ის წესები და პირობები
შემდეგი სტატიაAegean Airlines -ის წესები და პირობები
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments