Condor Airlines -ი გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1955 წლის 21 დეკემბერს დაარსდა. მისი მთავარი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტშია.
ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მიმართულებებიდან გამომდინარე, Condor Airlines -ი “არდადეგების” ავიაკომპანიას უწოდებენ.
ანტიგუა და ბარბუდა, მალდივები, კუბა, ბარბადოსი, ბრაზილია, იამაიკა, მალაიზია, პუერტო რიკო, სეიშელი – ეს იმ კურორტების მცირე ჩამონათვალია, სადაც Condor Airlines-ი – ი ასრულებს ფრენებს.
რაც შეეხება ევროპას, ავიაკომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, საბერძნეთი, ხორვატია, კვიპროსი, იტალია, მალტა, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და ა.შ. 2022 წლის მაისიდან კი Condor Airlines – ის მიმართულებებს საქართველოც დაემატება. ავიაკომპანია ფრანკფურტსა და თბილისს შორის განახორციელებს ფრენებს.
კონდორის ავიახაზები საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება. მის შემადგენლობაში 54 საჰაერო ხომალდი შედის. Airbus A320-200, Airbus A321-200, Airbus A330-200, Airbus A330-900, Boeing 757-300, Boeing 767-300ER – ეს იმ ხომალდების ტიპებია, რომლებსაც ავიაკომპანია ოპერირებისთვის იყენებს.
ავიაკომპანია გვთავაზობს შემდეგი ტიპის კლასებს: ეკონომ კლასი, პრემიუმ ეკონომი და ბიზნეს კლასი.










[…] Condor Airlines-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური მიმართულებებით დაინტერესებული მგზავრებისთვის. ფრანკფურტის აეროპორტი, როგორც Condor-ის მთავარი ბაზა, ქართველ მგზავრებს საშუალებას მისცემს, კომფორტულად დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. […]
[…] „კონდორის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონშიც გააგრძელებს. ევროპული ავიაკომპანიების სტილია, რომ პირველი წელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შემოდიან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი აღარ ახორციელებენ ფრენებს. ამ დროს მიმდინარეობს გარკვეული კალკულაცია და გათვლები, რამდენად შემოსავლიანი იყო ესა თუ ის მიმართულება და უკვე მეორე წელს სარგებლიანობის შემთხვევაში ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც აგრძელებენ“,- განაცხადეს AFS Ground Handling-ში, რომელიც ავიაკომპანიების საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებებს უზრუნველყოფს. […]
[…] ახალი და მსხვილი მოთამაშე – Etihad Airways, Condor Airlines და Norwegian […]