მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე ათასობით ავიაკომპანიაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანი პირველობისკენ ისწრაფვის. საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მოხვედრას, დიდი ძალისხმევა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა სჭირდება. სწორედ ამ პრინციპს იცავს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო და წამყვან ავიაკომპანად არის აღიარებული.
დაარსების ისტორია
თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს, სტამბოლში დაარსდა. 90 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში კი საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს არ თმობს. დღეისათვის მას სამი მთავარი ბაზა აქვს, რომელთაგან ორი სტამბოლში – ახალ აეროპორტსა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტში, ხოლო მესამე ანკარის საერთაშორისო აეროპორტშია.
მიმართულებები
Turkish Airlines-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი გადამზიდი ავიაკომპანიაა, სამგზავრო მიმართულებების რაოდენობის მიხედვით, რომელიც პირდაპირ ფრენებს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. მისი მიმართულებების რაოდენობა კი 340-მდე აღწევს. მათ შორისაა შიდა – 53, ხოლო დანარჩენი კი ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტებზე სრულდება. მის მიმართულებებში საქართველოს ორი აეროპორტი – თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიცაა შესული.
Turkish Airlines -ი საქართველოში
წლების განმავლობაში თურქეთის ავიახაზები საქართველოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ავიაკომპანია იყო, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითაც პირველობას არ თმობდა და დღემდე დამსახურებულად ინარჩუნებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს.
Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს. პირდაპირი რეისები ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან როგორც ახალ, ისე საბიჰა გოქჩენის აეროპორტში სრულდება. რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, ყველაზე დიდ არჩევანს ქართველ მოგზაურებს, სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ მიმართულებებზე.
ბათუმი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 დეკემბერი 2024 | 22 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 395 -დან | |
10 იანვარი 2025 | 14 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 307 -დან | |
14 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 330 -დან |
მომსახურების და ფლოტის ხარისხი
ავიაკომპანიის ასეთ პოპულარობას როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში მისი მომსახურების მაღალი ხარისხი, კომფორტული მგზავრობა და თანამედროვე თვითმფრინავები განაპირობებენ. ბოლო მონაცემებით, მისი ფლოტი 393 ხომალდისგან შედგება, რომელთაგან 13 სამგზავრო ტიპისაა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ მუშაობა, 1933 წელს, სულ 5 თვითმფრინავით დაიწყო. ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები ფლოტში მან 1980-იანი წლების ბოლოს შეიტანა და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაზარდა ხომალდების რაოდებობა Boeing-სა და Airbus-ის ტიპის თვითმფრინავებით.
ასევე, მომხმარებელთა კმაყოფილება ავიაკომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზე, რომ მოგზაურობა შეუფერხებლად წარიმართოს. ეს გამოიხატება კვების სერვისის მუდმივად განახლებაში და ფერნის დროს გასართობი სერვისების შეთავაზებაში, როგორიცაა უახლესი ფილმები, მუსიკა, თამაშები და სხვა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების მხიარულ და სასიამოვნო გამოცდილებას. გარდა ამისა, თურქეთის ავიახაზები მგზავრებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ ხმელეთთან კავშირზე, რომელიც Wi-Fi სერვისითაა შესაძლებელი.
თურქეთის ავიახაზები მუდამ ზრუნავს როგორც ხარისხის, ისე ფლოტის გაუმჯობესებაზე და ყოველთვის მოდერნიზებული თვითმფინავებით ემსახურება თავის მომხმარებლებს. შეუდარებელი ფრენების ქსელის, ახალგაზრდა და თანამედროვე ფლოტის, კომფორტული სავარძლებისა და უგემრიელესი კერძების წყალობით, ავიაკომპანიამ შეინარჩუნა საუკეთესო იმიჯი, მოგზაურების კეთილგანწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული, ამდენი ხნის მანძილზე.
თუ გეგმავთ ისარგებლოთ აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით, გაეცანით ბარგის გადატანის პოლიტიკას:
თურქეთის ავიახაზების მგზავრებისთვის, 1 ხელბარგი უფასოა, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს. ეკონომ კლასის ავიაბილეთების მქონე პირს, უფლება აქვს თან იქონიოს დამატებით 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი, ხოლო ბიზნეს კლასის მქონე პირებს – 32კგ.
გასათვალისწინებელია, რომ სალონის ბარგი უნდა შეესაბამებოდეს დასაშვებ ზომას – 23x40x55 სმ, რათა თავისუფლად მოთავსდეს სავარძლის ქვეშ ან/და ზედა სათავსოში. სითხეები, რომლებიც ნებადართულია ბორტზე, მაგალითად სუნამო, კონტაქტური ლინზების ხსნარი და სხვა, უნდა ინახებოდეს 100მლ-მდე ზომის კონტეინერში, რომელიც მოთავსებულია გამჭვირვალე პარკში. ასევე, ნებადართულია მყარი და თხევადი მედიკამენტები სალონის ბარგით გადატანა, თუ ისინი ორიგინალ შეფუთვაშია და არსებობს ექიმის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ წამალი მგზავრთან ერთად უნდა იმყოფებოდეს.
Avia.ge დაგეხმარებათ Turkish Airlines -ის ავიაბილეთების ონლაინ შეძენაში და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ფრენასთან დაკავშირებით.
Maintresebs biltebi ragris turqetis
[…] Turkish Airlines -მა, რომელიც დაფრინავს ყველაზე მეტ […]