პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ასევე სტამბოლში ტრანზიტით თურქეთის და ევროპის ქალაქებში.

თბილისი სტამბოლი

Departure atReturn atAirlineFind tickets
20 August 202631 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
10 September 202630 September 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 429 -დან
27 October 202631 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 436 -დან

სტამბოლი თბილისი

Departure atReturn atAirlineFind tickets
16 August 202621 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 443 -დან
2 September 20266 September 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 445 -დან
12 October 202622 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.
ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია და შესაძენად avia.ge– ის ვებგვერდი ან აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაგვისტოს თვის ავიარეისების განრიგი
შემდეგი სტატიაათენის და ვარშავის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted