ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, Wizz Air მასშტაბურ ტექნიკურ განახლებას გეგმავს. აღნიშნული პროცესი გამოიწვევს ავიაკომპანიის ყველა ციფრული პლატფორმის დროებით გათიშვას, რაც პირდაპირ აისახება მგზავრებზე, ვინც ფრენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ამ ყველაფრის მიზანია პლატფორმების სტაბილურობის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანა. თუმცა, სანამ სისტემა განახლდება, მგზავრებს მოუწევთ გარკვეული წესების დაცვა, რათა აეროპორტში გაუთვალისწინებელი ხარჯები თავიდან აირიდონ.

Wizz Air

 როდის და რამდენი ხნით შეიზღუდება სერვისები?

დაგეგმილი სისტემური განახლება განხორციელდება 2026 წლის 26 თებერვალს, საქართველოს დროით 02:00 საათზე და გაგრძელდება დილის 11:00 საათამდე. ამ 9-საათის განმავლობაში Wizz Air-ის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია სრულად გაითიშება.

რომელი ფუნქცია იქნება მიუწვდომელი?

ამ დროის მონაკვეთში მომხმარებლები ვერ შეძლებენ შემდეგი სერვისების გამოყენებას:

  • ახალი ავიაბილეთების დაჯავშნა
  • არსებულ ჯავშანში ცვლილებების შეტანა (ბარგის დამატება, თარიღის შეცვლა)
  • ონლაინ რეგისტრაცია
  • Wizz Air ის ანგარიშზე წვდომა და ვაუჩერების გამოყენება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯარიმები აეროპორტში?

ავიაკომპანია გასცემს რეკომენდაციას, რომ მგზავრებმა 26 თებერვალს 02:00 საათამდე აუცილებლად გაიარონ რეგისტრაცია და ჩამოტვირთონ ჩასხდომის ბარათი (Boarding Pass) ტელეფონში ან ამობეჭდონ იგი.

მნიშვნელოვანი გამონაკლისი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეისი ემთხვევა სისტემური შეფერხების პერიოდს და ონლაინ რეგისტრაცია ტექნიკურად შეუძლებელია, აეროპორტში რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ.

ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ აღნიშნა:

„ჩვენ მიზანი მომხმარებლებისთვის შეუფერხებელი და საიმედო მომსახურების მიწოდებაა. აღნიშნული განახლება კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს სისტემებს და ხელს შეუწყობს ციფრულ პლატფორმებზე შემდგომ გაუმჯობესებებს. მადლობას ვუხდით მომხმარებლებს ნდობისთვის, დაგეგმილი სამუშაოები ემსახურება მათთვის უკეთესი სამგზავრო გამოცდილების უზრუნველყოფას.”

ფრენების განრიგი

აღსანიშნავია, რომ სისტემური გათიშვა არ იმოქმედებს ფრენების განრიგზე. ყველა რეისი შესრულდება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით. თუ თქვენ უკვე გაქვთ ჩამოტვირთული ჩასხდომის ბარათი, აეროპორტში ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებთ გამგზავრებას.

რეკომენდაციები მოგზაურებს:

  • შეამოწმეთ ელ-ფოსტა: ავიაკომპანია ინდივიდუალურ შეტყობინებებს უგზავნის ყველა იმ მგზავრს, ვისაც ეს შეფერხება ეხება.
  • ბარგის დამატება: თუ დამატებითი ჩანთის წაღებას გეგმავთ, ეს საკითხი მოაგვარეთ 26 თებერვლამდე, რათა აეროპორტში გაცილებით მაღალი ტარიფის გადახდა არ მოგიწიოთ.

საუკეთესო ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე: 551 907 907

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca28 January 20274 February 2027ავიაბილეთები 130 -დან
Thessaloniki1 February 202714 February 2027ავიაბილეთები 191 -დან
Athens22 November 202625 November 2026ავიაბილეთები 203 -დან
Poznan12 November 202617 November 2026ავიაბილეთები 217 -დან
Brussels1 November 20265 November 2026ავიაბილეთები 233 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში FlyArystan ასტანა ბათუმის პირდაპირ რეისებს აანონსებს
შემდეგი სტატიაისტორიული მოლაპარაკებები: დაიწყება თუ არა პირდაპირი ფრენები ერევნიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted