დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი განაგრძობს ევროპაში გაფართოებას. ამჯერად, ავიაკომპანიამ სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა და თურქეთსა და სლოვენიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად გახსნა. სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ლუბლიანას მიმართულებით პირველი რეისი უკვე შესრულდა.
ლუბლიანა, სლოვენიის თვალწარმტაცი დედაქალაქი პეგასუსის ქსელში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება უკვე გახდა. რეისები რეგულარულად შესრულდება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად და მაქსიმალური კომფორტით შეძლონ ცენტრარულ ევროპაში მოგზაურობა.
სლოვენიის დედაქალაქი ცნობილია თავისი ეკომეგობრული გარემოთი, ბაროკოს სტილის არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით. ლუბლიანა იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ბუნებას, სიმშვიდესა და ესთეტიკას ეძებს.
ახლა უკვე საქართველოდანაც მარტივად შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა ლუბლიანას მიმართულებით. თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან Pegasus Airlines -ის ტრანზიტული რეისით რამდენიმე საათში აღმოჩნდებით სლოვენიის დედაქალაქში. თბილისი სტამბოლი – სტამბოლი ლუბლიანას საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
თუ ახალ სამოგზაურო მიმართულებას ეძებ, გაზაფხულზე ლუბლიანაში გამგზავრება ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. ავიაბილეთების დაჯავშნასა და მოგზაურობის დაგეგმვაში კი Avia.ge დაგეხმარება. დაგვირეკე: 551 907 907
მანამდე, კი თვალი გადაავლე ავიაბილეთებს ლუბლიანას მიმართულებით ქვემოთ მოცემულ ცხრილში:









