ტაივანი ძვირადღირებული ტურიზმის ახალ ეპიცენტრად იქცა, კუნძულის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მდიდარ მოგზაურებში. ტაივანის პრემიუმ ტურიზმის რეკორდულმა აღმავლობამ კი, ავიაკომპანიების სტრატეგია რადიკალურად შეცვალა. მაღალბიუჯეტიანი მგზავრთნაკადის მკვეთრ ზრდას გლობალურმა გიგანტებმა ფრენების სიხშირის მატებით უპასუხეს.

ტაივანის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდეს ისეთმა წამყვანმა ავიაკომპანიებმა, როგორებიცაა: Qatar Airways, Cathay Pacific, ANA, Singapore Airlines, Emirates და British Airways. ეს ნაბიჯი პირდაპირ მიანიშნებს პრემიუმ კლასის სერვისებზე მოთხოვნის მატებაზე – ავიაკომპანიებისთვის ეს ნიშნავს მეტ მაღალშემოსავლიან მგზავრს და მყარ პოზიციებს ბაზარზე, რომელიც სწრაფად იძენს საერთაშორისო მიმზიდველობას.

ტურისტების ინტერესს “მიშლენის გასაღებით(Michelin Key)” დაჯილდოებული უმაღლესი კლასის სასტუმროები იწვევს. Mandarin Oriental Taipei და სხვა ლეგენდარული ბრენდები მაღალშემოსავლიან სტუმრებს განსაკუთრებულ სერვისებსა და გამოცდილებას სთავაზობენ.

ტაივანი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცენტრი — ის აზიის ყველაზე მოდური და ძვირადღირებული ტურისტული მიმართულება ხდება. მაღალი კლასის სერვისი, უკეთესი ავიაკავშირები და ახალი ინვესტიციები კუნძულს რეგიონის ლიდერად აქცევს.

თუმცა, ტაივანი მხოლოდ ფუფუნების მოყვარული მოგზაურებისთვის არ არის. რა თქმა უნდა, ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა ნებისმიერ ტიპის მოგზაურისთვის არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ ტაივანში მოგზაურობით ხარ დაინტერესებული, Avia.ge დაგეხმარება მის დაგეგმვაში.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე: 551 907 907

მანამდე, კი თვალი გადაავლე ავიაბილეთებს ტაივანის მიმართულებით ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 20267 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 2 744 -დან
5 November 20269 November 20262 StopsChina Southern Airlinesავიაბილეთები 2 043 -დან
18 July 202724 July 20272 StopsQatar Airwaysავიაბილეთები 3 522 -დან
19 July 20271 August 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 3 184 -დან
24 July 202725 July 20274 StopsKuwait Airwaysავიაბილეთები 3 992 -დან
25 July 202731 July 20272 StopsQatar Airwaysავიაბილეთები 3 515 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმეტი რეისები სამხეთ ამერიკისკენ: Turkish Airlines-ის ქსელი ფართოვდება
შემდეგი სტატიასად იწყებს Pegasus Airlines ოპერირებას? – ავიაკომპანიის ახალი ევროპული მიმართულება უკვე ცნობილია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted