3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 6, 2026
მთავარიდუბაის უდაბნოს საფარი

დუბაის უდაბნოს საფარი

€ 55.44

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

7 საათი
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

დუბაის უდაბნოს საფარის ტური არის დუბაის ყველაზე პოპულარული და ესქტრემალური აქტივობა. ეს არის სათავგადასავლო ტური, რომელიც საშუალებას გაძლევთ დროებით მოსწყდეთ ცათამბჯენების ქალაქს და შეიგრძნოთ არაბეთის უდაბნოს მისტიკა.

უდაბნოს ტური სხვადასხვა აქტივობებისგან შედგება, რაც მას მრავალფეროვანს და დაუვიწყარს ხდის. კლასიკური ტურის მიხედვით, პირველი აქტივობაა უდაბნოს დიუნებზე რბოლა, რომლის დროსაც გამოცდილი მძღოლები ყველგანმავალი ავტომობილებით “იპყრობენ” ქვიშის მაღალ დიუნებს. დიუნებზე რბოლა 20-30 წუთი გრძელდება და ის ნამდვილად “ამერიკულ მთებს” მოგაგონებთ ქვიშაზე.

რბოლის შემდეგ, ჩერდებით უდაბნოს შუაგულში, სადაც შეგიძლიათ ქვიშის სერფინგის დაფით პირდაპირ დიუნებზე, გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები მზის ჩასვლის ფონზე და გაისეირნოთ აქლემებით.

ტურის კულმინაცია, კი, ბედუინების ბანაკშია, სადაც უამრავი გასართობი აქტივობა გელოდებათ. დაიწყებთ ვახშმით, სადაც წარმოდგენილი იქნება არაბული სამზარეულო, როგორც კერძები, ისე ტკბილეული. ვახშმის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ შოუ-პროგრამებით, როგორებიცაა: მუცლის ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ და ტანურა (ტრადიციული ეგვიპტური ცეკვა). ასევე, ბანაკში გამოყოფილია ცალკე სივრცეები ჩილიმისთვის და ხელზე მოხატვისთვის.

 

საინტერესო ფაქტები

სანამ მანქანა ქვიშის დიუნებზე შევა, მძღოლები ყოველთვის აჩერებენ ავტომობილს და საბურავებს ჰაერს უშვებენ. ეს კეთდება იმისთვის, რომ საბურავი უფრო რბილი და განიერი გახდეს, რაც ქვიშაზე უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს და მანქანის ჩაფლობას უშლის ხელს. ტურის დასრულებისას მათ ისევ ბერავენ.

ყველაზე პოპულარული საფარი ტურები ტარდება ლაჰბაბის უდაბნოში, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი წითელი ქვიშით. ეს ფერი გამოწვეულია რკინის ოქსიდის მაღალი შემცველობით, რაც მზის ჩასვლისას ქვიშას ცეცხლისფერ ელფერს სძენს — იდეალურია ფოტოებისთვის!

ხშირად საფარი ტურების დროს იმართება შავარდნების შოუ. შავარდენი (Falcon) არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული სიმბოლოა. საინტერესოა, რომ ამ ფრინველებს ქვეყანაში საკუთარი პასპორტებიც კი აქვთ და თვითმფრინავით მგზავრობის უფლებაც ეძლევათ (სპეციალური წესებით).

მიუხედავად იმისა, რომ უდაბნო უსიცოცხლო გეგონებათ, საფარის დროს შეიძლება შეგხვდეთ არაბული ორიქსი (ანტილოპის სახეობა) ან უდაბნოს გაზელები. არაბული ორიქსი ერთ დროს გადაშენების პირას იყო, მაგრამ შეიხების ძალისხმევით მათი პოპულაცია აღდგა.

 

წესები და პირობები

კატეგორიულად რეკომენდებულია, რომ ტურის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე არ მიიღოთ მძიმე საკვები. დიუნებზე რბოლისას მანქანა ძალიან აქტიურად მოძრაობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება.

არ არის ნებადართული მანქანიდან ხელების ან თავის გადმოყოფა მოძრაობისას.

დიუნებზე რბოლა არ არის რეკომენდებული ორსული ქალბატონებისთვის, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პირებისთვის, ვისაც ხერხემლის, კისრის ან ზურგის პრობლემები აქვთ.

მდებარეობა

Lahbab Desert

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Global Village

გლობალური სოფელი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Frame

დუბაის ჩარჩო

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Dubai Museum of the future

მომავლის მუზეუმი, დუბაი

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Miracle Garden

საოცრებათა ბაღი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Saint Pierre Cathedral

წმინდა პიერის ტაძარი, ჟენევა

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია