გლობალური სოფელი (Global Village Dubai) დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი, სავაჭრო და დასასვენებელი სივრცეა. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველა გამორჩეული ადგილი ერთად არის თავმოყრილი.
გლობალური სოფელი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები და რეგიონები პავილიონების სახით არის წარმოდგენილი, მაგალითად: იტალია, თურქეთი, ინდოეთი, ეგვიპტე და ა.შ. თითოეული პავილიონი იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, პროდუქციითა და სამზარეულოთი გამოირჩევა, რომელსაც წარმოადგენს.
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ავთენტური ნივთები მთელი მსოფლიოდან — დაწყებული ირანული ნოხებითა და აფრიკული ხის ფიგურებით, დამთავრებული თურქული ტკბილეულითა და ევროპული აქსესუარებით.
ყოველდღიურად იმართება ასობით შოუ, კონცერტი, ქუჩის წარმოდგენა და გრანდიოზული ფეიერვერკი.
პარკში წარმოდგენილია 200-ზე მეტი რესტორანი, კაფე და „street food“ ობიექტი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძები მთელი მსოფლიოდან.
ტერიტორიაზე ფუნქციონირებს დიდი გასართობი პარკი Carnaval, სადაც უამრავი ატრაქციონი და სათამაშო ზონაა განთავსებული.











