როგორც წესი მოგზაურობა მაღალი ემოციური ფონით იწყება, ფერადი თვითმფრინავების რიგითა და იმ მოლოდინით, რომ რამდენიმე საათში სხვა ქვეყანაში აღმოჩნდები. გრძელი მგზავრობის დროს ფანჯრიდან ყურება ერთადერთი გასართობი ხდება, მაშინ კი ვიწყებთ  დეტალებსა და გარემოზე დაკვირვებას , სწორედ ამ დროს ვამჩნევთ ისეთ რამეებს რაც აქამდე არ შეგვიმჩნევია და რამაც შეიძლება გაგვაოცოს ან შეგვაშინოს კიდეც, მაგრამ თვითმფრინავის კონსტრუქციაში არაფერია შემთხვევითი. მოდი, გავშიფროთ ეს უცნაური დეტალები, რომლებსაც თვითმფრინავში ვხედავთ.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 73 -დან
ლიონი10 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 87 -დან
ათენი22 თებერვალი 20262 მარტი 2026ავიაბილეთები 99 -დან
ლარნაკა1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026ავიაბილეთები 121 -დან
ჰამბურგი28 თებერვალი 202610 მარტი 2026ავიაბილეთები 133 -დან
ვარშავა4 მარტი 202611 მარტი 2026ავიაბილეთები 206 -დან

პატარა ხვრელი ილუმინატორზე

ბევრ ჩვენგან გასჩენია კითხვა: “რატომ აქვს ჩემს ფანჯარას ხვრელი?“. ნუ შეგეშინდებათ, ეს თვითმფრინავის „ფილტვებია“. 10,000 მეტრზე წნევა ძალიან დაბალია, სალონში კი მაღალი წნევა ხელოვნურად ნარჩუნდება, რათა სუნთქვა შევძლოთ. ილუმინატორის კონსტრუქცია სამშრიანია და ეს პატარა ხვრელი (Bleed Hole) შუა შუშაზეა განთავსებული. ის შიდა და გარე სივრცეებს შორის წნევას აბალანსებს.  რომ არა ეს ხვრელი, შუშა სალონში არსებულ დაწოლას უბრალოდ ვერ გაუძლებდა. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ფანჯრის დაორთქვლას, რაც საშუალებას  იძლევა ღრუბლებს ზემოდან გადავუღოთ ფოტოები.

„ჰიპნოზური“ სპირალი ძრავზე

Wizz Air-ის თუ სხვა ავიაკომპანიების ლაინერების ძრავებს ცენტრში თეთრი, სპირალური ფორმის ნიშანი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი. როდესაც ძრავი მუშაობს, ის იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ უხილავი ხდება. აეროპორტის პერსონალისთვის ეს სპირალი სასიცოცხლო ინდიკატორია: თუ ის ტრიალებს, ესე იგი ძრავა ჩართულია და მასთან მიახლოება სახიფათოა.

ყვითელი კაუჭები ფრთებზე

თუ ფრთას დააკვირდებით, დაინახავთ პატარა, ხშირად ყვითელ კაუჭებს. ისინი მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში ცოცხლდებიან. თუ თვითმფრინავის წყალზე დაშვების აუცილებლობა წარმოიქმნება და ფრთები დასველდება ზედაპირი ძალიან სრიალა ხდება. სწორედ ამ კაუჭებზე მაგრდება სამაშველო თოკები, რომლებიც მგზავრებს ეხმარება, რომ გასასვლელიდან სამაშველო ნავებამდე უსაფრთხოდ მივიდნენ.

აპრეხილი ფრთის ბოლოები (Winglets)

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ამ აწეულ ფრთებშია. ე.წ ვინგლეტები (Winglets) ამცირებენ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას. ფრენისას ფრთის ბოლოებში ჰაერის მორევები იქმნება, რაც მეტ ენერგიას და სესაბამისად მეტ საწვავს მოითხოვს. ვინგლეტები ამ მორევებს შლიან, რაც საწვავის ხარჯს 3-5%-ით ამცირებს. სწორედ ამ ინჟინრული მიღწევის დამსახურებაა, რომ ქუთაისი ბერლინი ავიაბილეთები ხშირად სადილის ფასად შეგვიძლია შევიძინოთ.

სტატიკური განმმუხტველები

ფრთის უკანა ნაწილში არსებული პატარა წვეტები ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, თუმცა ისინი მეხამრიდებივით მუშაობენ. ჰაერთან ხახუნისას თვითმფრინავი აკუმულირებს ელექტროენერგიას. ეს მოწყობილობები უზრუნველყოფენ ძაბვის უსაფრთხო განმუხტვას ატმოსფეროში. მაშინაც კი, თუ თვითმფრინავს მეხი დაეცემა (რაც წელიწადში ერთხელ მაინც ხდება), მგზავრები ამას ვერც კი ამჩნევენ, რადგან ელექტროობა სწორედ ამ წვეტების საშუალებით განიმუხტება

პატარა სამკუთხედები სალონში

ზოგჯერ სალონის კედელზე, ფანჯრების ზემოთ, პატარა შავ ან წითელ სამკუთხედს შენიშნავთ. ეს ნიშანი ეკიპაჟისთვისაა. ის მიუთითებს იმ ადგილზე, საიდანაც ფრთა ყველაზე უკეთ ჩანს. თუ პილოტს ფრთის ვიზუალური შემოწმება დასჭირდება (მაგალითად, ფრთაზე ყინულის დაგროვების შესამოწმებლად), ის სწორედ ამ ნიშნიან ფანჯარასთან მივა.

თვითმფრინავი არის რთული და გენიალურად მოფიქრებული მექანიზმი, სადაც ყოველი უცნაური დეტალი უფართხო გადაადგილებისთვის არის შექმნილი. შემდეგში, როდესაც მორიგ მოგზაურობას დაიწყებთ, გაიხსენეთ ეს პატარა დეტალები – ისინი თქვენს ფრენას უფრო საინტერესოს ხდიან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირა ელის საქართველოს მოქალაქეს დეპორტის დროს?
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი ავიაკომპანიებს ხელბარგის გადასახადის გაუქმებას სთხოვს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments