წარმოიდგინე, შედიხარ საიტზე, ნახულობ ქუთაისი ბრატისლავა ავიაბილეთები 99 ლარად, 10 წუთში ბრუნდები და ფასი 250 ლარია. გაგიჩნდება კითხვა – ნუთუ გითვალთვალებენ? შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა, ან მართლაც თვალთვალი. ბევრი ადამიანი, ინკოგნიტო რეჟიმს სწორედ ამის გამო მიმართავს: რომ ავიაკომპანიების თვალისგან დაიმალონ. თუმცა მთავარი გამოცანაც ეს არის – გვიცავს კი Incognito Mode ავიაკომპანიებისგან, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ?
მითის დეკონსტრუქცია: როგორ მუშაობს „Incognito“ სინამდვილეში
ბევრ მოგზაურს ჰგონია, რომ „ინკოგნიტო“ რეჟიმის ჩართვა ჯადოსნური მოსასხამია, რომელიც ავიაკომპანიების თვალში უჩინარს ხდის. მოდით, ეს ტექნიკური მითი მარტივად დავამსხვრიოთ.

ვის უმალავთ ინფორმაციას? – როდესაც ინკოგნიტო რეჟიმს რთავთ, თქვენ ინფორმაციას უმალავთ მხოლოდ თქვენსავე კომპიუტერს და არა ავიაკომპანიის სერვერს. წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიაში შედიხართ მუქი სათვალით. თქვენ შეიძლება გრძნობთ, რომ უფრო დაცული ხართ, მაგრამ მაღაზიის მეპატრონე (ამ შემთხვევაში ვებგვერდი) მაინც გხედავთ, რომ შემოხვედით, ათვალიერებთ პროდუქტს და იცით ფასი. ინკოგნიტო უბრალოდ უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც მაღაზიიდან გამოხვალთ (ბრაუზერს დახურავთ), თქვენს ჯიბეში ჩეკი ან ბუკლეტი არ დარჩება. სახლში ვერავინ გაიგებს სად იყავით, მაგრამ მაღაზიამ ზუსტად იცის თქვენი ვიზიტის შესახებ.
რას ხედავენ ავიაკომპანიები? ავიაკომპანიების და ავიაბილეთების საძიებო სისტემები ძალიან დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებენ. მათთვის „Cookie” ფაილების წაშლა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ისინი იყენებენ იდენტიფიკაციის უფრო რთულ მეთოდებს:
- IP მისამართი: ეს თქვენი ინტერნეტის „სახლის მისამართია“. ინკოგნიტო რეჟიმი მას ვერ ცვლის. საიტმა იცის, რომ ისევ „ის მომხმარებელი“ ხართ, რომელიც 10 წუთის წინ თბილისიდან ეძებდა – “იაფი ფრენები პარიზში“.
- Device Fingerprinting (მოწყობილობის ანაბეჭდი): ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც აგროვებს ინფორმაციას თქვენი ეკრანის რეზოლუციის, ოპერაციული სისტემის ვერსიის, დაყენებული ფონტებისა და ელემენტის დონის შესახებ. ეს კომბინაცია ქმნის უნიკალურ „ციფრულ ანაბეჭდს“, რომლითაც სისტემა გცნობთ, მიუხედავად იმისა, ინკოგნიტოში ხართ თუ არა.
ინკოგნიტო რეჟიმი სასარგებლოა, თუ გსურთ, რომ ოჯახის წევრმა არ ნახოს თქვენი ძიების ისტორია და სიურპრიზი არ გაუფუჭდეს. თუმცა, ის არ არის ფასის დაგდების ინსტრუმენტი. ავიაკომპანია ფასს ცვლის მოთხოვნა-მიწოდების და დარჩენილი ადგილების მიხედვით და არა იმის გამო, რომ თქვენ საიტზე ორჯერ შეხვედით.
„შავი ყუთის“ გახსნა: რატომ იცვლება ფასები რეალურად?
თუ ავიაკომპანია ჩვენს ისტორიას არ უყურებს, მაშნ რატომ გაირდა ავიაბილეთი 15 წუთში? პასუხი დინამიკური ფასწარმოქმნაა.
- ავიაბილეთის კლასები – ბევრმა მგზავრმა იცის მხოლოდ “ეკონომი” და “ბიზნეს კლასი”. სინამდვილეში, ეკონომ კლასი დაყოფილია 10-15 სხვადასვა კატეგორიად, რომლბსაც ლათინური ასოებით აღნიშნავენ.
თითოეულ ასოს თავისი ფასი აქვს – მაგალითად: ავიაკომპანიას რეისზე აქვს 150 ადგილი. აქედან მხოლოდ 10 ავიაბილეთია გამოყოფილი ყველაზე იაფ კლასში. შემდეგი 20 ავიაბილეთი კი არის შემდეგ კლასში და ასე გრძელდება. - „კალათის“ პრინციპი წარმოიდგინეთ, რომ ეს ავიაბილეთები ვირტუალურ კალათებშია გადანაწილებული. სისტემამ შემოგთავაზათ ავიაბილეთი 50 ევროდ, რადგან „K“ კლასის კალათაში ბოლო 1 ავიაბილეთი იყო დარჩენილი. სანამ თქვენ ფიქრობდით, მსოფლიოს სხვა კუთხეში ვიღაცამ ეს ბოლო იაფი ავიაბილეთი იყიდა. როცა გვერდი დაარეფრეშეთ, სისტემა იძულებული გახდა, თქვენთვის შემდეგი, „L“ კალათა გაეხსნა, სადაც ავიაბილეთი უკვე 80 ევრო ღირს.
- რატომ გვგონია, რომ გვითვალთვალებენ? – ეს დამთხვევაა, რომელიც ფსიქოლოგიურ ეფექტს ქმნის. თქვენი ყოყმანის დროს, იაფი ადგილები უბრალოდ ამოიწურა. ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ სისტემამ თქვენ დაგინახათ; ეს მოხდა იმიტომ, რომ სხვა მყიდველებიც აქტიურები იყვნენ.
- დროის ფაქტორი – ალგორითმები ასევე აკვირდებიან გამგზავრებამდე დარჩენილ დროს. რაც უფრო ახლოვდება ფრენის თარიღი, სისტემა ავტომატურად ბლოკავს იაფ კლასებს და ტოვებს მხოლოდ ძვირიანს, რადგან იცის, თუ ბოლო მომენტში ყიდულობთ, სავარაუდოდ, სასწრაფოდ გჭირდებათ და მზად ხართ გადაიხადოთ მეტი.
ფასის ცვლილებას განსაზღვრავს მოთხოვნა და დარჩენილი ადგილების რაოდენობა კონკრეტულ საფასო კატეგორიაში, და არა თქვენი ბრაუზერის ისტორია.
მთავარი სარგებელი: როდის არის ევროპაში გაფრენის „ოქროს დრო“?
ინკოგნიტო რეჟიმზე დროის დაკარგვას, უმჯობესია ფრენა სწორ დროს დაგეგმოთ.
- იდეალური დრო ყიდვისთვის: სტატისტიკურად, ავიაბილეთები საუკეთესო ფასად გამგზავრებამდე 3-დან 8 კვირამდე პერიოდში იძებნება. ძალიან ადრე (მაგ: 6 თვით ადრე) ყიდვა ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ზომიერად ადრე.
- კვირის დღეები: დაივიწყეთ მითი, რომ ავიაბილეთი აუცილებლად ღამით უნდა იყიდოთ. მთავარია ფრენის დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი ყველაზე დაბალბიუჯეტური დღეებია, რადგან ამ დროს მოთხოვნა ნაკლებია, ვიდრე პარასკევს ან კვირას.
- „გარდამავალი სეზონი“: თუ გსურთ ევროპაში იაფად იმოგზაუროთ, აირჩიეთ ოქტომბერი–ნოემბერი ან თებერვალი–მარტი. ამ დროს ავიაკომპანიები ფასებს დაბლა წევენ, ტურისტების ნაკადი კი მნიშვნელოვნად მცირდება.
გამოსავალი: ვიპოვოთ დაბალი ფასი Avia.ge-ს დახმარებით
იმის ნაცვლად, რომ დრო დახარჯოთ ბრაუზერის ისტორიის წაშლასა და „ჯაშუშურ თამაშებზე“, გამოიყენეთ ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურად ზოგავს თანხას.
- გამოიყენეთ „იაფი ფრენების კალენდარი
- იყავით „ფლექსიბილური
- ყველა ავიაკომპანია ერთ სივრცეში – თქვენ არ გჭირდებათ 10 სხვადასხვა საიტის გახსნა. Avia.ge აერთიანებს როგორც დაბალბიუჯეტურ, ისე რეგულარულ ავიახაზებს.
მითი იმის შესახებ, რომ ინკოგნიტო რეჟიმი ავიაბილეთებს აიაფებს, წარსულს ჩაბარდა. ავიაკომპანიების ალგორითმები იმაზე ჭკვიანია, ვიდრე უბრალო „Cookie“-ების წაშლა.
რეალური ეკონომია მოდის სწორი დაგეგმვით, დროული შენაძენითა და მძლავრი საძიებო სისტემის გამოყენებით. ნუ დაკარგავთ დროს მითებზე, ენდეთ ტექნოლოგიას.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907









