6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 4, 2026
მთავარიტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

€25.43

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2-4
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

ტივოლის ბაღები (Tivoli’s Garden) კოპენჰაგენის გულში მდებარე და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გასართობი პარკია. 1843 წელს გახსნილი პარკი დანიის მთავარ სიმბოლოდ და ღირსშესანიშნაობად იქცა.

ტივოლის ბაღებში ნამდვილი ზღაპრული ატმოსფერო დაგხვდებათ. ატრაქციონებთან ერთად, აქ დაგხვდებათ სხვადასხვა რესტორნები, თეატრრი, მაღაზიები, ბაღები ულამაზეი ყვავილებით და სხვა.

ამ ადგილს განსაკუთრებულს მისი სეზონური ტრანსფორმაცია ხდის. ტივოლის ბაღები განსხვავებულ გარემოს გვთავაზობს სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე ულამაზეს ყვავილებსა და ბაღებს, ზაფხულში სხვადასხვა საგარეო აქტივობებს, შემოდგომით მისტიურ მყუდრო გარემოს, რომელიც ჰელოვინისთვის ირთვება, ხოლო ზამთარში ჯადოსნურ საშობაო ატმოსფეროს.

საინტერესო ფაქტები

  • ტივოლის ბაღები უოლტ დისნეის შთაგონების წყარო გახდა დისნეილენდის შექმნისთვის.
  • პარკში მუდმივად იმართება კონცერტები, პანტონიმის თეატრის წარმოდგენები და ფოიერვერკების შოუები.
  • ტივოლის ბაღი მსოფლიოსი მეორე უძველესი გასართობი პარკია.
  • ტივოლი ჰანს ქრისტიან ანდერსენის საყვარელი ადგილი იყო. ცნობილი მეზღაპრე ტივოლის ერთ-ერთი პირველი სტუმარი და ხშირი ვიზიტორი იყო. ამბობენ, რომ მისი ზღაპარი „ბულბული“ სწორედ პარკში არსებული ჩინური ბაზრისა და ეგზოტიკური გარემოს ნახვის შემდეგ დაიწერა
  • 100,000-ზე მეტი ნათურა: საღამოს საათებში პარკი ათასობით ფერადი ნათურით ირთვება. ეს ტრადიცია პარკის გახსნის დღიდან არსებობს, თუმცა დღეს პარკი სრულად გადასულია ეკოლოგიურ ენერგიაზე — მთელ პარკს ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ამარაგებს.

 

წესები და პირობები

  • ბაღში შესვლა ფასიანია. გაითვალისწინეთ, რომ შესასვლელი ბილეთი არ მოიცავს ატრაქციოენებზე დაჯდომას.
  • ტივოლში მოწევა შესაძლებელია მხოლოდ მოწევისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
  • პარკში ნებადართულია საკუთარი საკვების შეტანა და პარკის ტერიტორიაზე პიკნიკის მოწყობა. თუმცა, ალკოჰოლის შეტანა სასტიკად აკრძალულია.
  • თითოეულ ატრაქციონს აქვს სიმაღლის მკაცრი ლიმიტი. ბავშვები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონზე არ დაიშვებიან.
  • ძაღლების შეყვანა პარკში ნებადართულია, თუმცა ისინი მუდმივად უნდა იყვნენ საბელზე (leash). ძაღლები არ დაიშვებიან ატრაქციონებზე, თეატრებში და ზოგიერთ რესტორანში.
  • პარკში აკრძალულია ველოსიპედების, სკუტერების, როლიკებისა და სკეიტბორდების გამოყენება. გამონაკლისია მხოლოდ საბავშვო ეტლები და ინვალიდის ეტლები.
  • პირადი გამოყენებისთვის ფოტოების გადაღება ნებადართულია, თუმცა დრონების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. კომერციული გადაღებისთვის საჭიროა პარკის ადმინისტრაციის წინასწარი ნებართვა.

მდებარეობა

Vesterbrogade 3, DK-1620 Copenhagen V

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Global Village

გლობალური სოფელი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Frame

დუბაის ჩარჩო

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Dubai Museum of the future

მომავლის მუზეუმი, დუბაი

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Miracle Garden

საოცრებათა ბაღი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Desert Safari Dubai

დუბაის უდაბნოს საფარი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია