ავიაკომპანია Wizz Air აფართოებს საკუთარ ქსელს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ამატებს.

ახალი მარშრუტის დეტალები

ახალი მიმართულება ამოქმედდება 2026 წლის 12 იანვრიდან. ფრენები შესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათობით, ოთხშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით – Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით.

ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და WIZZ აპლიკაციაში, საწყისი ფასი კი – 99 ლარია.

ქუთაისი ბრატისლავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 ივლისი 202622 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 757 -დან
13 ივლისი 202623 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 622 -დან
14 ივლისი 202623 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 667 -დან
15 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 727 -დან
22 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 706 -დან
24 ივლისი 202627 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 636 -დან
26 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 568 -დან
6 აგვისტო 202622 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 666 -დან
9 აგვისტო 202613 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 706 -დან
14 აგვისტო 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 684 -დან
16 აგვისტო 202630 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 785 -დან
26 აგვისტო 20264 სექტემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 645 -დან
2 სექტემბერი 20269 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 664 -დან
27 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 483 -დან
15 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 312 -დან
25 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 245 -დან
26 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 407 -დან
17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 258 -დან
7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 602 -დან
9 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 405 -დან

 

Wizz Air-ის განცხადება

Wizz Air -ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ, აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის:

“მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, WIZZ AIR-ის ხელმისაწვდომი ფასებითა და მომსახურებით ისარგებლონ და გაეცნონ ბრატისლავას სილამაზეს.”

ავიაკომპანა Wizz Air -ის ოპერირება საქართველოში

  • ვიზეარი ამჟამად ქუთაისის აეროპორტი -დან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის არის ახლახან დამატებული ლიონის მიმართულება. ასევე, 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებით დაიწყებს.
  • 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა ქვეყნებს შორის.
  • 2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6,800 ფრენა შეასრულა, რა დროსაც 1.8 მილიონზე მეტი ადგილი შესთავაზა მოგზაურებს (6.5%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში) და 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი მიიღო (6.7%-ით მეტი). ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიბათუმის აეროპორტში მასშტაბური გაფართოება იგეგმება
შემდეგი სტატიაTurkish Airlines სპეციალური ფასები – იაფი ავიაბილეთები მსოფლიოს მიმართულებებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted