საქართველოს საავიაციო სივრცე მნიშვნელოვნად ფართოვდება – მას Norwegian, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და სკანდინავიის უდიდესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია უერთდება. ეს გადამზიდავი თბილისი კოპენჰაგენის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას, რაც ქართველ მოგზაურებს დანიის დედაქალაქში კომფორტული და ხელმისაწვდომი მგზავრობის უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს.
როდის დაიწყება ფრენები?
დანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირველად მყარდება რეგულარული, პირდაპირი ავიამიმოსვლა. ფრენები დაიწყება 2026 წლის 27 ივნისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში. მგზავრობის საშუალება კვირაში ორი სიხშირით იქნება შესაძლებელი.
ახალი შესაძლებლობა თბილისის აეროპორტისთვის
აქამდე კოპენჰაგენთან პირდაპირი კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდებოდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, საოპერაციო არეალი გაფართოვდა და ამ მნიშვნელოვან მიმართულებას უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ც დაემატა.
მზარდი მოთხოვნა სკანდინავიის მიმართულებით
სტატისტიკა ადასტურებს, რომ სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა ნაკადი სტაბილურად იზრდება – 2024 წელს, დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისით 32,000-ზე მეტმა მგზავრმა იმოგზაურა. იმავე პერიოდში, სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 22,500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
ავიაბილეთების დაჯავშნა თბილისი კოპენჰაგენი კოპენჰაგენი თბილისი მიმართულებით უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907









