საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანია Vision Air -მა დაიწყო. პირველი რეისი კიშინიოვიდან თბილისის მიმართულებით 2 ნოემბერს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიში ოფიციალური დახვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა და Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისი კიშინიოვი პირდაპირი ფრენები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ნოემბერი 202520 ნოემბერი 2025Vision Airავიაბილეთები 440 -დან
5 დეკემბერი 202512 დეკემბერი 2025FlyOneავიაბილეთები 518 -დან
18 იანვარი 202621 იანვარი 2026Vision Airავიაბილეთები 431 -დან

ლევან ცხადაძის განცხადებით, თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს,“ – განაცხადა ლევან ცხადაძემ.

Vision Air -ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines -თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო.

რეგულარული რეისები თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს Vision Air-ის გარდა კიდევ ერთი ავიაკომპანია – FLYONE ასრულებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიაფი ავიაბილეთები დეკემბერში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments