ავიაკომპანია Wizz Air-ი მგზავრებს ევროპის სხვადასხვა პოპულარულ ქალაქში იაფ მოგზაურობას სთავაზობს. ცალმხრივი ავიაბილეთის მინიმალური ფასი 73.90 ლარიდან იწყება. თუ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, გთავაზობთ იმ მიმართულებების ჩამონათვალს, რომლებზეც ამჟამად ყველაზე იაფი აიაბილეთებია ხელმისაწვდომი.

წარმოდგენილია როგორც საბერძნეთის კურორტები, ასევე ცენტრალური ევროპის და სკანდინავიის ქალაქები.

მიმდინარე ფასები მიმართულებების მიხედვით

ნოემბერ-დეკემბერში, ორმხრივი ავიაბილეთების ფასები, ევროპის არაერთ მოთხოვნად მიმართულებებეზე ასეთია:

  • ლარნაკა : 147.80 ₾
  • სალონიკი: 147.80 ₾
  • ათენი: 210.80 ₾
  • ფრანკფურტი: 210.80 ₾
  • ბუდაპეშტი: 219.80 ₾
  • კატოვიცე: 219.80 ₾
  • ბრიუსელი: 237.80 ₾
  • ვარშავა: 237.80 ₾
  • ჰამბურგის: 237.80 ₾
  • ლიონი: 264.80 ₾
  • მადრიდი: 399.80 ₾

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ფასები დინამიურია და დამოკიდებულია არჩეულ თარიღებზე, მოთხოვნასა და ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობაზე.

იაფი ავიაბილეთები Wizz Air

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 131 -დან
ბარსელონა28 აპრილი 20262 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 385 -დან
ბერლინი15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 362 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი5 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი19 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ფრანკფურტი13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
ჰამბურგი24 მარტი 202614 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 265 -დან

 

როგორც ხედავთ, არჩევანი მრავალფეროვანია – მზიანი კუნძულებიდან დაწყებული, ევროპის ისტორიული და გასტრონომიული დედაქალაქებით დამთავრებული. Wizz Air -ის ეს შეთავაზება შესანიშნავი შანსია, დაგეგმოთ დაუვიწყარი მოგზაურობა ხელმისაწვდომ ფასად.

  • ლარნაკა (კვიპროსი): იდეალური ადგილია მზიანი და მშვიდი დასვენებისთვის. ცნობილია თავისი ულამაზესი, პალმებით შემოსაზღვრული ფინიკუდესის სანაპიროთი, მყუდრო ტავერნებით და წმინდა ლაზარეს ისტორიული ეკლესიით.
  • სალონიკი (საბერძნეთი): საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი, მდიდარი ისტორიით და ცოცხალი ატმოსფეროთი. აქ ნახავთ თეთრ კოშკს, ბიზანტიურ ეკლესიებს, დააგემოვნებთ საუკეთესო ბერძნულ სამზარეულოს და შეიგრძნობთ ქალაქის ენერგიას.
  • ათენი (საბერძნეთი): დასავლური ცივილიზაციის აკვანი. ქალაქი, სადაც ისტორია ცოცხლდება. აუცილებლად უნდა მოინახულოთ აკროპოლისი და პართენონი, გაისეირნოთ პლაკას ვიწრო, აუთენტურ ქუჩებში და იგრძნოთ ანტიკური სამყაროს სიდიადე.
  • ფრანკფურტი (გერმანია): ეს აეროპორტი იდეალური ბაზაა ულამაზესი რაინ-მოზელის ხეობების დასათვალიერებლად. ეს რეგიონი ცნობილია თავისი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებით, თვალწარმტაცი ბუნებით და ცნობილი ღვინის მარშრუტებით.
  • ბუდაპეშტი (უნგრეთი): “დუნაის მარგალიტი”, რომელიც აერთიანებს ბუდასა და პეშტს. ქალაქი გაგაოცებთ პარლამენტის შთამბეჭდავი შენობით, ისტორიული თერმული აბანოებით (როგორიცაა სეჩენი) და უნიკალური “ნანგრევების ბარებით”.
  • კატოვიცე (პოლონეთი): პოლონეთის ინდუსტრიული გულიდან თანამედროვე კულტურულ ცენტრად გარდაქმნილი ქალაქი. ის ასევე ძალიან მოსახერხებელი საწყისი წერტილია კრაკოვის ან ოსვენციმის მოსანახულებლად.
  • ბრიუსელი (ბელგია): შარლერუას აეროპორტი ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში მოსახვედრად მოსახერხებელი კარიბჭეა. თავად ბრიუსელი კი გაგაოცებთ გრან პლასის მოედნით, უგემრიელესი შოკოლადით, ვაფლებით და ცნობილი ქანდაკებებით.
  • ვარშავა (პოლონეთი): პოლონეთის დედაქალაქი, ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი ქალაქი. მისი საგულდაგულოდ აღდგენილი ძველი ქალაქი (სტარე მიასტო) UNESCO-ს მემკვიდრეობაა. ესაა ქალაქი შოპენის მუსიკით და დინამიური ატმოსფეროთი.
  • ჰამბურგი (გერმანია): გერმანიის უდიდესი საპორტო ქალაქი, რომელსაც “ჩრდილოეთის ვენეციასაც” უწოდებენ უამრავი არხის გამო. აუცილებლად ნახეთ შპაიხერშტადტის ისტორიული საწყობების რაიონი (UNESCO-ს ძეგლი) და შთამბეჭდავი ელბფილარმონია.
  • ლიონი (საფრანგეთი): საფრანგეთის უდავო გასტრონომიული დედაქალაქი. აქ უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული “ბუშონების” (Bouchons) უნიკალური სამზარეულო. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ისტორიული ძველი უბნით (Vieux Lyon) და რომაული ამფითეატრით.
  • მადრიდი (ესპანეთი): ესპანეთის ენერგიული და კულტურული გული. აქ მდებარეობს მსოფლიო დონის მუზეუმები, როგორიცაა პრადო და რეინა სოფია. დატკბით სამეფო სასახლით, გაისეირნეთ პლასა მაიორზე და მიირთვით უგემრიელესი ტაპასები.

ნუ გადადებთ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, შეამოწმეთ ფასები და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი თავგადასავალი!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlydubai ეკონომკლასის მგზავრებს უფასო კვებასა და გართობის სისტემას შესთავაზებს
შემდეგი სტატიარა უნდა იცოდე თუ პარიზში მოგზაურობას გეგმავ
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments