Georgian Airways-ის მგზავრებს თბილისიდან მსოფლიოს უამრავ მიმართულებაზე, მათ შორის ამერიკაში, ბევრად მარტივად შეუძლიათ იმგზავრონ, რაც შესაძლებელი ავიაკომპანიის ხანგრძლივი პარტნიორობის წყალობით გახდა ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა Air France და KLM.  ამ პარტნიორობას “ზიარი კოდის” (“Codeshare”) ხელშეკრულება ჰქვია.

რას ნიშნავს ეს მგზავრისთვის? მთავარი უპირატესობა კომფორტია. თქვენ ყიდულობთ ერთიან ავიაბილეთს და თბილისში ჩაბარებული ბარგი პირდაპირ საბოლოო დანიშნულების ადგილზე გხვდებათ. პარიზში ან ამსტერდამში გადაჯდომისას ბარგის თავიდან აღება და რეგისტრაცია აღარ გიწევთ, რაც მოგზაურობას ბევრად აადვილებს.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბერლინი7 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 930 -დან
ლარნაკა4 ნოემბერი 20266 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 911 -დან
ნიცა18 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 282 -დან
ნოვოსიბირსკი2 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 290 -დან
რომი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 207 -დან

 

და მაინც, რა არის “ზიარი კოდი”? ეს არის შეთანხმება ავიაკომპანიებს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ფრენას რეალურად ერთი ავიაკომპანია ასრულებს (თავისი თვითმფრინავით და ეკიპაჟით), მაგრამ ამავე ფრენაზე ავიაბილეთების გარკვეულ რაოდენობას მისი პარტნიორი ავიაკომპანიაც ყიდის, როგორც მის რეისს.

სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე თვითმფრინავი პარტნიორი კომპანიების ვებგვერდებზე სხვადასხვა რეისის ნომრით ჩანს.

მაგალითად: ფრენას თბილისი ამსტერდამი ასრულებს “Georgian Airways” (კოდი A9). მაგრამ, შეთანხმების გამო, ამავე რეისზე ავიაბილეთებს ყიდის “KLM“-იც (კოდი KL). შედეგად, ეს ერთი და იგივე ფრენა ორი კოდით იძებნება: A9651 და KL3109.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია Ryanair-ი გერმანიაში 24 მარშრუტს აუქმებს
შემდეგი სტატიაEasyJet-მა შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted